facebook logo

ბლოგი

ავტომინი, ანუ დაზღვევა ფრანშიზის გარეშე

დღეს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტის,  განსაკუთრებით კი ავტოდაზღვევის შეძენისას,  აუცილებლად მოისმენ შეკითხვას: „ფრანშიზით გსურს თუ უფრანშიზოდ?“ და თუ ტერმინის მნიშვნელობა არ იცი, ეს კითხვა მართლაც დამაბნევლად მოგეჩვენება. შეიძლება პროტესტის გრძნობაც კი გაგიჩნდეს, ეს უცხო ტერმინი რაღას ნიშნავს,  ნუთუ ქართული შესატყვისი არა აქვსო.  თუმცა, თუ  მცირე  ინფორმაციას მაინც მოიძიებ,  მიხვდები, რომ „ფრანშიზა“ სადაზღვევო ინდუსტრიაში ტექნიკური ტერმინია და შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ქართულ ენაშიც  დამკვიდრებულია.  

თეთრი მანქანა, ღია საბარგული

უფრო ვრცლად კი, „ფრანშიზა“ მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან franchir, რაც  დაძლევას, მოლაპარაკებას, შეთანხმებას ნიშნავს, თუმცა სიტყვის უძველესი წარმომავლობა გერმანულ ტომებს უკავშირდება, რომლებიც ადრეულ შუასაუკუნეებში სწორედ იმ მიწებზე ცხოვრობდნენ, სადაც დღეს  საფრანგეთია.

რაც შეეხება მის შინაარსობრივ მხარეს, ფრანშიზა სადაზღვევო ინდუსტრიაში აღნიშნავს იმ მინიმალურ თანხას, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს, ანუ რომლის ანაზღაურებისგანაც სადაზღვევო კომპანია თავისუფალია.

ცისფერი მანქანა, ხეები

ეს იმას  ნიშნავს, რომ, მაგალითად, თუ შენ სარგებლობ ავტოდაზღვევით, რომლის ფრანშიზა ასანაზღაურებელი თანხის 10%-ია, მაშინ ავტოსაგზაო შემთხვევისას, რომლისგანაც  გამოწვეული ზარალი 1000$-ად შეფასდა, სადაზღვევო კომპანია  900$-ს აგინაზღაურებს.

თუმცა, თუ შენთვის ეს 100$-ც მნიშვნელოვანია, ავტომინი ფრანშიზისგან სრულად თავისუფალ დაზღვევას გთავაზობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას შენი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში სრულ ანაზღაურებას გულისხმობს.

ანუ ავტომინი სრულად, შეძენილი ლიმიტის ფარგლებში აგინაზღაურებს ხარჯებს, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა.

ხე, მანქანა, ეშმაკის ბორბალი

პროდუქტს კიდევ ერთი  დიდი უპირატესობა აქვს: თუ ავტომინის შეიძენ, შეგიძლია აღარ  ინერვიულო იმაზე,  ვინ იჯდა იმ დროს საჭესთან, როდესაც შენი ავტომობილი დაზიანდა, რადგან  ავტომინის უფლებამოსილი მძღოლების სია ულიმიტოა, და თან სრულიად უფასო. მთავარია მძღოლი 21 წელზე მეტი  ასაკის იყოს და ავტოავარიაში ბრალი არ მიუძღოდეს.

შეიძინე ავტომინი და ვინც  უნდა აღმოჩნდეს შენი ავტომობილის საჭესთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ლიმიტის ფარგლებში სრულად აგინაზღაურებთ, თუ, რა თქმა უნდა, შენი ბრალი  არ არის. გაიგე უფრო მეტი: https://bit.ly/2RFskJs

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე