facebook logo

სიახლე

ახალი აპი ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს

თიბისი დაზღვევას  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აქვს: დღეიდან ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის ახალი აპლიკაციით და თავიანთი სმარტფონებით  ციფრულად, სულ რამდენიმე წუთში მიიღონ სადაზღვევო სერვისები. 

აპის საშუალებით შეგიძლია მოითხოვო სადაზღვევო ანაზღაურება, ჩაეწერო ოჯახის ექიმთან ან თუნდაც სამოგზაურო დაზღვევით გათვალისწინებული დღეები გაიაქტიურო. 

კომპანიის მიზანია დაზღვეულებს აპის საშუალებით  სწორედ იმ მომსახურებებისა და სერვისების მიღება შეეძლოთ, რომელიც სრულად არის მორგებული ადამიანის საჭიროებებს და რაც მთავარია,  მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად  მინიმალური დრო დახარჯონ. 
ახალი აპი დაზღვეულების ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული, რაც სადაზღვევო სერვისების კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მიწოდებას გულისხმობს - აქ და ახლა.

თუ შენც სარგებლობ ჯანმრთელობის დაზღვევით, გადმოწერე ახალი აპლიკაცია და გაგვიზიარე შთაბეჭდილებები. 

აპლიკაციის გადმოწერა ძალიან მარტივად შეგიძლია:  IOS სისტემისთვის APP Store, ხოლო ANDROID სისტემისთვის Google Play გამოიყენე, საძიებო ველში ჩაწერე TBC Insurance, დააჭირე ჩამოტვირთვას და მიჰყევი ინსტრუქციებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერე მეილზე mobileapp@tbcinsurance.ge ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 2 42 11 11