facebook logo

ბლოგი

შენი ზღვაზე მანქანით მოგზაურობის „ფლეილისტი“

მუსიკა მანქანით მგზავრობისას საუკეთესო კომპანიონია, განსაკუთრებით კი გრძელ გზაზე. კარგი „ფლეილისტი“ ისევეა, როგორც წიგნის საინტერესო თავი, რომელიც გხიბლავს, გართობს და გაფიქრებს - რა იქნება შემდეგი, პროცესში კი სხვადასხვა ემოციით გავსებს.

გოგოები უსმენენ მუსიკას მანქანაში

ზღვისთვის ვემზადები, ბარგს ვალაგებ და თან გავიხსენე ყველანაირი მუსიკა, რაც კარგ ხასიათზე მაყენებს - ბავშვობაში კასეტებზე ჩაწერილი საყვარელი სიმღერებიდან დაწყებული, Spotify-თი აღმოჩენილი ჰიტებით დამთავრებული. 

თუკი შენც დასავლეთისკენ აპირებ გამგზავრებას, ეს სიმღერები გზაში ზღვის, სანაპიროსა და მზინი დღეების განწყობას შეგიქმნის.

 

Whitesnake - Here I Go Again

შეგიმჩნევია საკუთარი თავი, საყვარელ სიმღერას აყოლილს, როგორ გაკვირდებიან მგზავრები სხვა მანქანების ფანჯრებიდან? ეს ზუსტად ის კომპოზიციაა, რომელსაც ჩუმად ვერ გაატარებ და გვერდზე მანქანებიდან აუცილებლად იგრძნობ გამვლებების მზერას. როგორც იქნა, ისევ გზაში ხარ და ეს შენი ბედნიერი მოგზაურობის დასაწყისია. 

 

Pino D'Angiò - Ma Quale Idea

შეიძლება სულაც არ იცი იტალიური და ტექსტი ვერ გაიგო, მაგრამ ამ სიმღერის რიტმით და მუსიკით ზუსტად მიხვდები და იგრძნობ როგორ მოიქცე, თუ შენც საზაფხულო კლუბში ლამაზი გოგოს გაცნობის იდეა გიტრიალებს გონებაში. ფრანგული კომედიის - Les infidels (მოღალატეები) დასაწყისში, ამ საუნდტრეკით ლეგენდარული ჟან დუჟარდინის მანქანის სცენაც კი საკმარისია მთელი სხეულით იგრძნო - როგორ შეუძლია მუსიკას საუკეთესო განწყობა შეგიქმნას და თავი თავდაჯერებულად, გამორჩეულად გაგრძნობინოს. 

 

Nelly Furtado – I’m Like a Bird

დიახ, ჩიტივით თავისუფალი ხარ ახალი მოგზაურობის დასაწყებად და კანადელი მომღერლის მსგავსად, შეგიძლია დროებით ისიც დაივიწყო სად არის შენი სახლი. 

 

Michael Bublé - It’s a Beautiful Day

ეს სიმღერა შენთვისაა, თუ მოგზაურობა გულის გადასაყოლებლად გჭირდება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ - ეტაპზე, სადაც უნდა გახსოვდეს, რომ დასასრული, ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია. „მზე ანათებს და სულ რომ იწვიმოს, ჩემს წუწუნუს ვერავინ გაიგებთ“, - აი, ასეთი განწყობით უნდა შეხვდე ცვლილებებს. 

 

Cyndi Lauper - Girls Just Want To Have Fun

ეს სიმღერა სწორედ თქვენზეა, თუკი სამოგზაუროდ მხოლოდ გოგოები მიდიხართ და ისეთ თავგადასავლებს გეგმავთ, სადაც მხიარულებაში თავზე დაგათენდებათ და სახლიდან არავინ დაგირეკავთ გაბრაზებული კითხვით - შუაღამეა, როდის მოხვალ სახლში

 

Prince - Little Red Corvette

პრინცი თავს მაგარ ტიპად გაგრძნობინებს, იმის მიუხედავად რა მანქანას მართავ. ამისთვის სულაც არ გჭირდება შევროლეტი.

 

Alkalino – Take It Easy

ზღვა და სანაპირო ის ადგილია, სადაც ყველაფერი მსუბუქი და მარტივია - განწყობა, ფიქრები, სამოსი... გაატანე ყველა ზედმეტი საფიქრალი და ემოცია ამ კომპოზიციას, თუკი გეზი ზღვისკენ გაქვს აღებული. 

 

Edward Sharpe & the Magnetic Zeros – Home

მოგზაურობას ყველა მოუთმენლად ველით და როდესაც მივდივართ, უკანმოუხედავად გამოვიხურავთ ხოლმე კარს. თუმცა, სახლი ის ადგილია, სადაც ყოველთვის გველოდებიან და ბოლოს მაინც შინ მიგვიწევს გული. მოგზაურობის უკანა გზაზე ამ სიმღერის მოსმენა სახლის მყუდრო განწყობას შეგიქმნის. 

მანქანით მოგზაურობისათვის „ფლეილისტის“ რჩევები უკვე გაქვს, მოწყენილობისგანაც სრულიად დაზღვეული ხარ. ერთადერთი რაც დაგრჩა, მეტი უსაფრთხოებისათვის, თვითონ მანქანის დაზღვევაა: https://bit.ly/30oOAfJ

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი