facebook logo

ბლოგი

შენი მთაში მანქანით მოგზაურობის „ფლეილისტი“

წლის ყველაზე სანატრელი სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ალბათ უკვე მზად ხარ მორიგი თავგადასავლებისთვის - მარშრუტი დაგეგმილია, მანქანა ბარგით დატვირთული და ერთი სული გაქვს, შენს საყვარელ მეგზურებთან ერთად, ან სულაც მარტო, უკანმოუხედავად დაადგე გრძელ გზას, რომელიც ახალ აღმოჩენებთან მიგიყვანს. 

ახალი რეალობის გამო, წლევანდელი ზაფხულის მოგზაურობები განსხვავებულია - ფრენის გარეშე. სამაგიეროდ, აქ, ახლა საუკეთესო შანსი გაქვს ხელახლა მოინახულო ან პირველად აღმოაჩინო ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, მთიანი ადგილები.

კაბრიოლეტი, სამი ბიჭი

მანქანით მოგზაურობის დროს არსებობს ერთი მთავარი დეტალი, რომელიც დასაწყისშივე ახალ მოგონებებსა და ემოციებს ქმნის - შესაფერისი მუსიკალური ნაკრები. 

მთაში მოგზაურების „ფლეილისტისთვის“, რამდენიმე მუსიკალური რჩევა გვაქვს. 

Queen - Don't stop me now

ვინ შეგაჩერებთ შენ და შენი ზაფხულის გეგმებს, თუკი ამ სიმღერით დაიწყებ მოგზაურობას? სიცოცხლით სავსე ხარ და მზად ხარ სამყარო თავდაყირა დააყენო. 

 

Tracy Chapman - Fast Car

“შენ სწრაფი მანქანა გყავს, მე კი ბილეთი მჭირდება ნებისმიერი მიმართულებით. იქნებ ერთად მოვხვდეთ სადმე, აქედან შორს. შენ სწრაფი მანქანა გყავს, მე კი გეგმა - როგორ წავიდეთ.“ - თუ შენც ტრეისი ჩაპმენის მსგავსად ვინმემ „მოგზაურობაში თანამზრახველობა“ და გეგმა შემოგთავაზა, ეს უკვე საინტერესო დასაწყისია და ეს სიმღერაც თქვენ ორისთვისაა. 

 

Traumprinz – 2 the Sky

რა მოხდება, თუ არც დასასრული არსებობს და არც დასაწყისი? ეს კითხვა აუცილებლად გიჩნდება მთებში მოგზაურობისას, სადაც უკიდეგანო, ერთმანეთზე გადაბმული მწვერვალები ცას უერთდება და სადაც იმდენად ერთიანია ბუნება, მართლაც შეუძლებელია დასაწყისი და დასასრული გამიჯნო. ტრაუმპრინცის ეს „ტრეკი“ ზედმეტი სიტყვების გარეშე გამოგზაურებთ მთებში და ფიქრებში. 

 

Carly Rae Jepsen - Run Away With Me

ეს სიმღერა საუკეთესო და არაორდინალური გზაა შენს რჩეულს სამოზგაუროდ გაპარვა შესთავაზო, სანამ ყველას სძინავს. თუ ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც მთელი ღამე არ მოგბეზრდება მგზავრობა, თუ ის შენს გულში, სულში და სხეულშია - მაშინ აუცილებალდ ჩაურთე ეს კომპოზიცია და არაფრის ახსნა აღარ დაგჭირდება.

 

Hamatsuki - Sunny Days Wouldn't Be Special If It Wasn't For Rain

არ დაგავიწყდეს ქართველი არტისტები შენს „ფლეილისტში“. თუ მანქანით მგზავრობის დრო საკუთარ თავთან დასარჩენად და ფიქრისთვის გჭირდება, Hamatsuki-ს ეს ოდნავ სევდიანი ნარატივის მატარებელი, თუმცა რიტმული კომპოზიცია, სათაურითაც კი სწორ მიმართულებას მისცმეს შენს ფიქრებს. 

 

Depeche Mode - Enjoy The Silence

ზოგჯერ სიჩუმე და პატარა შესვენებაც კარგია სიმღერიდან სიმღერამდე, თუმცა როდესაც არსებობს დეპეშ მოდის ეს კომპოზიცია, არ მგონია გაჩუმება მოგინდეს.

 

Mozart - Rondo Alla Turca (Turkish March)

თუ ხმაურიანი როკი, ან ენერგიული პოპი მოგბეზრდა, თუ სიმღერითაც დაიღალე - კლასიკა საუკეთესო გამოსავალია მსუბუქი პაუზისთვის. თანაც, ნაკრებში ჟანრობრივი მრავალფეროვნება ხომ უნდა იყოს დაცული? მოცარტის თურქული მარშის მაჟორული ჰანგები განწყობას აგიმაღლებს. ამავდროულად, არაფერს მოაქვს ისეთი შინაგანი სიმშვიდე, როგორიც კლასიკურ მუსიკას.

 

ვახტანგ კახიძე - ანო და ვანო

და ბოლოს, არ დაგავიწყდეს, რომ ამ ზაფხულს ყველანი ჩვენს საყვარელ საქართველოში ვმოგზაურობთ, რომელიც ანოსი, ვანოსი და ჩვენი - ყველასია; რომელიც ყოველთვის გველოდება, რომ უნიკალური ადგილები აღმოგვაჩენინოს. ჰოდა, აქ, ახლა საუკეთესო დროა ჩავსხდეთ მანქანებში და კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. 

 

მანქანით მოგზაურობისათვის „ფლეილისტის“ რჩევები უკვე გაქვს, მოწყენილობისგანაც სრულიად დაზღვეული ხარ. ერთადერთი რაც დაგრჩა, მეტი უსაფრთხოებისათვის, თვითონ მანქანის დაზღვევაა: https://bit.ly/2R1VIJt

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ !

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი