facebook logo

ბლოგი

კადრები გზიდან

განსაკუთრებით მას, ვისთვისაც მგზავრობა რუტინული და დამღლელი პროცესია, წინ საინტერსო მოგზაურობა და სახალისო გასართობი გელოდება.

რამდენი ხანი ანდომებ მგზავრობის? როგორც იქნა დანიშნულების ადგილამდე მიხვედი და ახლა იწყება შენი თავგადასავლები?

და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ გეტყვი, რომ შენი მოგზაურობა მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყება?  და თუ როგორ, ამას სულ მალე გაიგებ.

გზა, მანქანები, ბინები

Photo Credits: Tika Jabanashvili

მგზავრობის პროცესი ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელია. ვიცი, რომ გზად მიმავალს ახალი თავგადასავლები მელოდება. 

ბავშვობაში ხან მიმავალ მანქანებს ვითვლიდი, ხან ხეებს. ნელ–ნელა, დროის მომატებასთან ერთად. უფრო შორს დავიწყე ყურება და თვალწინ ულამაზესი სამყარო გადამეშალა.

ეს იცი რას გავს? ფილმის ლენტა რომ აიღო და სწრაფად გადახვიდე კადრიდან კადრზე. 

რაც გადაღება დავიწყე კი ამაში დავრწმუნდი. გული მწყდებოდა, რომ მანქანის გაჩერება ყოველთვის არ შეიძლებოდა, ამიტომ მომენტების მანქანიდანვე დაჭერა გადავწყვიტე. შეგროვებული კადრებით კი აღფრთოვანებული დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფოკუსიდან ამოვარდნილია, ეს მის ესთეტიკურ აღქმადობაში ხელს სულაც არ უშლის, მაინც  მშვენიერია. ერთი სიტყვით – გაამართლა!

ლამაზი მდელოები, საქართველო

მრავალფეროვანი და უნიკალური ქვეყანა რომ ვართ, რომლის ქალაქებიც, ერთმანეთის მიჯრით, ასეთი ინდივიდუალურია, ამას გზაშივე ვხვდებით.

ოქროსფერი ტრამალები, იდეალური სიმეტრიით, სისუფთავით გამორჩეული. თავისუფლების მკვეთრი შეგრძნება, გინდა ირბინო, იცინო... 

წვიმის და მზიანი ამინდის მონაცვლეობა ჩვენი ბუნების ეგზოტიკური საიდუმლოა. ნისლიანი გზა, დახურული, სველი მინები ავტომატურად მხატვრად გაქცევთ. 

წიმიანი ფანჯარა

ავტობანი მთავრდება და ჰამაკების სიმრავლით ვხვდებით, რომ ხაშურში ვართ. ფერადი ჰამაკები. 

იმდენად ვერთობი მათი თვალიერებით, გადაღება მავიწყდება. ისევ ბავშვობის მოგონებებში გადავვარდი: „ჰამაკში ვწევარ და მსხლის ფოთლებს შორის მზე თამაშობს...“    

ხის ღობე

ხანდახან მგონია, რომ სურამის ყველა მაცხოვრებლის სახელი ვიცი. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და გულდასმით ვკითხულობ ნაზუქის პატრონის სახელებს. აქაურები ამ ნუგბარივით ტკბილები და თბილები არიან. წინ ბევრი საინტერესო რამ გველის. 

სახლები, ადამიანები, მინდვრები, ისევ მინდვრები. ყველაზე მეტი კადრი მაინც პირუტყვის მომიგროვდა. ალბათ იმიტომ, რომ გზის განუყოფელი ნაწილები არიან. შუა ტრასაზე მოსეირნეები, პირდაპირ მანქანაში იყურებიან და გათვალიერებენ. წელს გავიგე, რომ თურმე პირუტყვისთვის წინ გასწრება არ შეიძლება, მაინც არ ჩერდებიან. ჩვენც მოწიწებით ვუთმობთ გზას.

ამ საყვარელ არსებებს ჯიუტობას ნუ დავაბრალებთ. ჰორიზონტზე, მინდორზე მოპნეულსაც მრავლად შეხვდები.

ისევ დასახლებული პუნქტები და სახლები. ორსართულიანი, ერთსართულიანი, ხის თუ აგურის. ღობეებიდან ხეხილის ბაღები მოსჩანს.

ვენახის თაღები კი მასპინძლობის ჯადოქრობის ელემენტია. ჯერ ვიზუალით „შეგუტყუებენ“ სახლში, შემდეგ ნაყოფს დაგაგემოვნებინებენ და საბოლოოდ, შენთვითონ გაეხვევი ღვინის არომატში.

დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა გამოვიდე, გზად ყოველთვის მხვდება მშრომელი ადამიანები. მანქანის ფანჯრიდან გადაყუდებულს ზოგი ხელს მიქნევს, ზოგს ეშინია , რომ არ გადმოვვარდე, დანარჩენს უკვირთ. საერთო ჯამში მშვენიერ კომუნიკაციას ვამყარებთ. კადრში მოხვედრილი უცნობები, როგორი ნაცნობები და ახლობლები არიან. რომ ვუყურებ ამ ფოტოებს, ისევ იგივე ემოცია მიჩნდება. 

დრო ისე გადის საერთოდ ვერ ვამჩნევ , რომ დანიშნულების ადგილს ვუახლოვდები. თუ ერთად ვმგზავრობთ,  მანქანაში აუცილებლად გაიგებთ აღფრთოვანებულ ჩემს შეძახილებს: „ რა ლამაზია,“ „ რა საოცარია!“
  
თავგადასავლების ერთი ნაწილი სრულდება, რასაც მგზავრობა ჰქვია. არც ისე დამღლელი ყოფილა მგზავრობა. შემდეგზე ყურადღებით იყავი, რომ არფერი გამოგრჩეს. დააკვირდი, იმიტომ რომ უკანა გზაზე უფრო მეტს შეამჩნევ.

მანქანა მიდის გზაზე საღამოს

ნუ იფიქრებ, უკვე ნანახმა რა უნდა გამაკვივროსო. შენ მოგზაური ხარ, მოგზაურის თვალები კი ძალიან ბევრს ამჩნევს. უამრავ დეტალს, რომელშიც ბევრი საიდუმლო ინახება. იყავი მოგზაური, იყავი გზად ნანახი ამბების მთხრობელი. აუცილებელად  გადაიღე ბერვი და აკადრე საკუთარ თავს საკადრისი კადრი.

 

ავტორი: თიკა ჯაბანაშვილი

ფოტო: თიკა ჯაბანშვილი