facebook logo

ბლოგი

თიბისი დაზღვევის აპი ცხოვრების გამარტივებისთვის

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ყველა ვთანხმდებით რომ, ის რაზეც დროის, ფულისა და ყურადღების დაზოგვა არ ღირს - სწორედ ჯანმრთელობაა. თუმცა, არსებობს ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები და პროცესები, რისი გამარტივების აუცილებლობაც თანამედროვე ცხოვრებამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა.

XXI საუკუნის ჩქარ ტემპსა და მუდმივად ცვალებად გარემოში, ყველაზე პრიორიტეტული მეტი დრო და სიმარტივე გახდა. თანამედროვე ადამიანები მუდმივად ვეძებთ ისეთ გადაწყვეტებს, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებს.

შეგძლიათ დათვალოთ ექიმის კაბინეტში მოსახვედრად რამდენი დრო გაქვთ დაკარგული ცხელ ხაზზე ან ცოცხალ რიგში? ამ პროცესის მარტივ, ციფრულ ფორმატში ტრანსფორმირება თანამედროვე მედიცინისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

სწორედ მომხმარებლების ცხოვრების გამარტივების მიზნით, თიბისი დაზღვევამ შექმნა აპლიკაცია, სადაც აქ, ახლა ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი და შემიძლია მარტივად ვაკონტროლო - ჩემი პირადი ექიმი და მისი განრიგი, ჩემი დაზღვევის ყველა ლიმიტი, გახარჯვა თუ ანაზღაურება.

 

როგორ მიმარტივებს ცხოვრებას თიბისი დაზღვევის ახალი აპი?

ჩაეწერე ოჯახის ექიმთან, ტელეფონი, ონლაინ ჩაწერა

ექიმთან ჩაწერა

ცხელ ხაზზე ლოდინის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შემიძლია ავირჩიო სასურველი კლინიკა და სპეციალისტი. მხოლოდ რამდენიმე წუთი მჭირდება ვიზიტის დასაგეგმად - ანუ ჩემთვის ხელსაყრელი დროის ასარჩევად და ექიმის დასაჯავშნად. 

ანაზღაურების მოთხოვნა

ხშირად გამიგია ადამიანებისგან, რომ დაზღვევას არ იყენებენ იმიტომ, რომ მისი რთული პროცედურები და პირობები აფერხებთ. საბუთებთან დაკავშირებული ბიუროკრატია არავის გვიყვარს. ალბათ ჩემსავით თქვენც ხშირად გადაგიხდიათ სამედიცინო მომსახურებაში სრული თანხა, მხოლოდ იმიტომ, რომ ანაზღაურების პროცედურა და ოჯახის ექიმთან საჭირო დოკუმენტაციის მიტანა დაგზარებიათ. ახლა ეს პრობლემაც გადაჭრილია. თიბისი დაზღვევის მობილურ აპლიკაციაში რამდენიმე სურათის ატვირთვით შემიძლია მოვითხოვო სადაზღვევო ანაზღაურება, რომელიც ძალიან მალე დაჯდება ჩემს ანგარიშზე. 

აპლიკაციით შემიძლია ონლაინ მოვითხოვო ჰოსპიტალური მკურნალობის დაფინანსებაც, ასევე საგარანტიო წერილის მიღება, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენადაა საჭირო.  

სამოგზაურო დაზღვევა, იყიდე ონლაინ

სამოგზაურო დაზღვევა

რადგან ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელი ვარ, თიბისი დაზღვევა გარკვეული დღეების სამოგზაურო დაზღვევას მჩუქნის. როგორც კი საზღვრები გაიხსნება და ისევ შევძლებ საზღვარგარეთ მოგზაურობას, ჯანმრთელობის დაზღვევით გათვალისწინებულ სამოგზაურო დღეებს აპლიკაციაში ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გავიაქტიურებ.

და ბოლოს, ალბათ დაინტერესდით როგორ გაიმარტივოთ ჩემსავით ცხოვრება თიბისი დაზღვევის აპით. 

გადმოწერა, თიბისი დაზღვევის აპი, ტელეფონი, აპლიკაცია

აპის გადმოწერა ძალიან მარტივია. IOS სისტემისთვის - APP Store, ANDROID სისტემისთვის კი Google Store უნდა გამოიყენოთ. ჩაწერეთ საძიებო ველში - TBC Insurance, დააჭირეთ ჩამოტვირთვას და მიჰყევით ინსტრუქციას, ან უბრალოდ გადადი ლინკზე და ჩამოწერე

 

აპლიკაცია იმდენად მარტივი და გასაგებია, რომ არ მგონია რომელიმე ნაბიჯი გაურკევველი დარჩეს, თუმცა კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 032 2 42 11 11 
 

გისურვებთ ჯანმრთელობას!
 

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი