facebook logo

სიახლე

აინაზღაურე REDMED-ში ექიმთან ვიდეო კონსულტაცია

თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ სადაზღვევო სერვისებით სარგებლობა. თუ REDMED-ის აპლიკაცია ჯერ არ გადმოგიწერია, ალბათ, უკვე დროა ამაზეც დაფიქრდე, რადგან REDMED-ში ექიმის ონლაინ კონსულტაციას სადაზღვევო ნაკრები აგინაზღაურებს. 

ამისათვის საჭიროა: 

  • ჩამოტვირთო REDMED-ის აპლიკაცია. 
  • აპლიკაციით დაუკავშირდე თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმს, რომელიც მიმართვას გაგიფორმებს.  
  • კონსულტაცია სასურველ სპეციალისტთან, შენთვის ხელსაყრელ დროს აპლიკაციაშივე დაჯავშნე.
  • კონსულტაციის დასრულებამდე მოითხოვე ფორმა 100 და ექიმი იქვე აგიტვირთავს მას. 
  • ინვოისის მისაღებად მეილის სახით მიმართე INFO@REDMED.GE-ს და ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ინვოისი შენს მეილზე გამოიგზავნება.  
  • გადახდის დამადასტურებელი ფურცელი მარტივად ჩამოტვირთე შენივე ინტერნეტ ბანკიდან.

სულ ეს არის, მარტივად, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლე ექიმის ონლაინ კონსულტაციით და აინაზღაურე გადახდილი თანხა.