facebook logo

სიახლე

როგორი იქნება შენი დაზღვევა მოგზაურობისას

თიბისი დაზღვევას შენთვის სიახლე აქვს. როცა მოგზაურობას გადაწყვეტ, გაითვალისწინე, რომ განახლებული სამოგზაურო დაზღვევა მეტ კომფორტსა და უკეთეს პირობებს გთავაზობს.

დაზღვევა შეგიძლია ფრანშიზით, ან ფრანშიზის გარეშე შეიძინო.

ფრანშიზიანი დაზღვევის გამოყენებას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებ. ასეთ შემთხვევაში, ფრანშიზა 50 $/€- ს შეადგენს და დაზღვევის დღიური ღირებულება 1 ლარია.

თუ მხოლოდ შენგენის სიაში შემავალი ქვეყნების მონახულებას აპირებ, უფრანშიზო დაზღვევაც გამოგადგება და დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევის დადგომისას, შენი პოლისი ლიმიტით გათვალისწინებულ ფარგლებში, სრულად დაფარავს მკურნალობის, თუ სხვა ხარჯებს. უფრანშიზო დაზღვევის ანაზღაურების ლიმიტი 60 000$/€-ს შეადგენს და დღეში 2 ლარი ღირს.

ავტობუსი, გზა, დაზღვევა

REDMED-ის მომსახურება

სამოგზაურო დაზღვევა მოგზაურობის პერიოდში ექიმების ციფრული პლატფორმის, REDMED-ის მომსახურებას უფასოდ გთავაზობს. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლია დამატებითი გადასახადის გარეშე ისარგებლო რედმედის ექიმებთან 3 ვიდეო და/ან აუდიო კონსულტაციით. ამისათვის საჭიროა, დაგვიკავშირდე ნომერზე: +995 032 2 42 11 11 და მოითხოვო შენი სამოგზაურო დაზღვევით გათვალისიწნებული სპეციალური კოდი. თუ REDMED-ის აპლიკაცია ჯერ არ გაქვს, საჭიროა ჩამოტვირთო აპი და დარეგისტრირდე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კონსულტაციის დაჯავშნისას, შეძლებ ჩვენ მიერ მოწოდებული კოდით სარგებლობას.

ბი ბოტი

ბი ბოტი

რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის შეძენას, ამ საკითხში დაზღვეულების საუკეთესო მეგობარი, ბი ბოტიც, დაგეხმარება. ბი-ს Facebook Messenger-ში დაუკავშირდები და სადაზღვევო პოლისს სულ რამდენიმე წუთში გააფორმებთ. ისიც გაითვალისწინე, რომ თუ მოგზაურობისას სამედიცინო დახმარება დაგჭირდა, შეგიძლია დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე: +995 032 2 42 11 11  ან MESSENGER-შივე მიმართო ბი ბოტს და აირჩიო სამოგზაურო ასისტანსი.

 

დამატებითი დაფარვები

მოგზაურობის გაუქმების დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად, დამატებით შეგიძლია მოგზაურობის გაუქმების, გადადების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის დაზღვევაც შეიძინო. დაზღვევის ღირებულება 60 წლამდე პირებისთვის 10 ლარი, ხოლო 60-დან 75-წლამდე პირებისთვის 15 ლარია.

სადაზღვევო ნაკრები 250 $/€- ს ლიმიტს გულისხმობს და აგინაზღაურებს ბილეთებისა და სასტუმროს ჯავშნის საფასურის იმ ნაწილს, რომელიც ავიაკომპანიისა და სასტუმროს/გამქირავებლის მხრიდან არ ექვემდებარება დაბრუნებას.

თანხის ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ შენი შენი მოგზაურობა სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებული მიზეზების გამო გაუქმდა, გადაიდო, ან შეწყდა.

ბარგის დაზღვევა

რაც შეეხება ბარგის დაზღვევას, ნაკრები მაქსიმუმ 500 $/€ - ს ოდენობით, აგინაზღაურებს ბარგის დაკარგვის, დაგვიანების ან დაზიანების ხარჯებს. დაზღვევის ღირებულება 6 ლარია.

პასპორტის დაკარგვის დაზღვევა

დოკუმენტის დაზღვევა მხოლოდ 5 ლარი ღირს და პასპორტის აღდგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს აგინაზღაურებს. ისიც გაითვალისწინე, რომ სადაზღვევო ნაკრები დოკუმენტის დაკარგვის გამო რეისის გაუქმების შემთხვევაში, ავიაბილეთის გადაცვლის ხარჯებსაც ფარავს, მაქსიმუმ 500 $/€ - ს ოდენობით.

 

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ძალიან მარტივად, ონლაინ შეგიძლია.