facebook logo

ბლოგი

რას აზღვევ, როცა ბინას აზღვევ

ოდესმე დაფიქრებულხარ ადამიანს რამდენი ნივთი შეიძლება ჰქონდეს სახლში?

სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ ოჯახში საშუალოდ 300,000-მდე ნივთის პოვნა შეგიძლია. დაწყებული ქაღალდის სამაგრებით, დამთავრებული ისეთი ყოველდღიური გამოყენების ნივთებით, როგორიცაა ტანსაცმლის დასაუთოვებელი მაგიდა, თუ ყავის ფინჯანი. 

გიფი ფილმიდან, გაკვირვებული სახით კაცი

სავარაუდოა, რომ ახლა ცდილობ ნათლად წარმოიდგინო და გაიხსენო, თუ რამდენი ნივთი გაქვს შენ. თუმცა, აქვე გეტყვი, რომ ნივთების თვლა უძილობისას, ძილის იმედით ცხვრების თვლას ჰგავს. ვინაიდან, ნივთები ჩვენს ყოველდღიურობაში, ბევრად მეტია, ვიდრე გვეგონა. 

ბიჭი ითვლის თითებზე, სტაფილოსფერი ბენდენა

ბევრ ნივთს კი, ბევრად მეტი მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება. თუმცა, რაც არ უნდა ფრთხილად ვიყოთ ჩვენ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა მანამ, სანამ ბინის დაზღვევას არ შეიძენს. 

მამა სიმპსონი დაეზღვია

ყველაზე გავრცელებული გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელიც შენს უამრავ ნივთსა თუ რუდუნებით გაკეთებულ რემონტს უამრავ საფრთხეს უქმნის შემდეგია: 

მეზობელი სახლიდან წყლის ჩამოსვლა

ძველი ხალხური გამონათქვამი გვასწავლის: „მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო“. სინათლეს, განსაკუთრებით კი თვალის სინათლეს, განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ბინის დაზღვევა მეზობელთან გაუთვალისიწნებელ კონფლიქტს აგარიდებს თავიდან და წყლის ჩამოსვლის შემთხვევაში, ხარჯებს აგინაზღაურებს. 

ორი კაცი, წყალი ჩამოდის ჭერიდან

გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლა

90-იანი წლების ნოსტალგია საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, გათბობის სისტემების, წყალგაყვანილობის თუ ელექტრო გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლით „ძველ, ტკბილ დროში“ დაბრუნება, ალბათ, არავის უნდა. ბინის დაზღვევა დროში არასასურველი მოგზაურობისგანაც დაგიცავს და გაყვანილობების დაზიანებით გამოწვეულ ხარჯებსაც შეგიმსუბუქებს. 

შუქი წავიდა

ხანძარი, ყაჩაღობა და სხვა უბედურებები

სახლში, რომ ძალიან ბევრი ნივთი გვაქვს, ამაზე უკვე შევთანხმდით. თუ მიგაჩნია, რომ შენი სახლი გემოვნებითა და ყურადღებით არის მოწყობილი ეს არც მოულოდნელად შემოჭრილ მძარცველს გამორჩება მხედველობიდან და შენი სახლი “HOME ALONE”-ს საკმაოდ ნაცნობ სცენებს შეიძლება დაემსგავსოს თავისი პატარპატარა აფეთქებებითა და სხვა სპეცეფექტებით. ბინის დაზღვევა ამ დროსაც არ დაგივიწყებს და მორალური ზიანისთვის ვერა, თუმცა მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად მაქსიმალურად დაგეხმარება. 

გიფი ფილმიდან მარტო სახლში, კაცი, ცეცხლი

ახლა კი, თუ შენი უამრავი ნივთის ყველაზე გავრცელებული გაუთვალისიწნებელი შემთხვევებისგან დაცვა შენც გჭირდება, დაგვიტოვე ნომერი და გაეცანი ბინის დაზღვევის პირობებს: rebrand.ly/nivtebiontbc

 

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე