facebook logo

ბლოგი

ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე თვალით ჩანს

მსოფლიოში სახლის  დაზღვევა პირველად ინგლისში, დაახლოებით 1600-იან წლებში წამოიშვა. ინგლისის ქალაქები, უმეტესად, ხის მასალით ნაგები სახლებით გამოირჩეოდა. შესაბამისად, იქაური მცხოვრებლებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ხანძარი იყო, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ ხშირად ფიქსირდებოდა. დაზღვევის მთავარი არსიც  იმაში მდგომარეობდა, რომ სახლის მეპატრონეს ფერფლადქცეული შენობის აღსადგენად  საკმარისი ფინანსები ჰქონოდა. 

საუკუნეების განმავლობაში  სადაზღვევო პროდუქტი უფრო მოქნილი გახდა და დღეს გაცილებით  მეტს აზღვევს, ვიდრე ადამიანებს ოდესმე ეგონათ. 

მე-17 საუკუნესთან შედარებით,  სახლის დაზღვევის თანამედროვე კონცეპტი  ბევრად  მეტ დეტალსა მოიცავს და მეპატრონის მხრიდანაც   მეტი რესურსის და   ენერგიის გაღებას გულისხმობს; მაგალითად,  ფინანსებს იმისათვის, რომ სასურველი ბინა შეიძინო;შენი გემოვნებით  გაარემონტო და მოაწყო  ყველაზე კომფორტული და სახასიათო ავეჯით, ან ძვირად ღირებული ტექნიკა შეიძინო... 

შესაბამისად, ბინის დაზღვევა დღეს მაქსიმალურად მიჰყვება ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ადამიანმა სახლის მოწყობისას გაიარა. ამიტომაც, მართლაც ბევრად მეტს აზღვევს: 
შიდა გაყვანილობები იმისათვის, რომ ბინაში სრული კომფორტით ვიცხოვროთ, მნიშვნელოვანია მუდმივად გამართული  გათბობის, ელექტრო-  თუ წყალგაყვანილობების სისტემები.  მათი მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლისას კი სწორედ ბინის დაზღვევა დაგეხმარება და დარღვეულ ბალანსს მარტივად აღადგენს. 

წყლის ჩამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, რომელსაც დიდი დისკომფორტისა და არცთუ ნაკლები ფინანსური ზარალის  გამოწვევა შეუძლია. მეზობლის სახლიდან ჩამოსული წყლისგან შენი ბინის დაზარალების შემთხვევაშიც, დაზღვევა   დაგეხმარება და შიდა მოპირკეთებისა თუ ავეჯის, მაგალითად, ტელევიზორი, მაცივარი, ლეპტოპი თუ სავარძელი - დაზიანების ხარჯებსაც  აგინაზღაურებს. 

ხანძარი და აფეთქება ხომ სწორედ ის შემთხვევებია, რომელთა  გამოც ქონების დაზღვევა პირველად შეიქმნა და დღესაც არანაკლები აქტუალობით სარგებლობს. 

იმისათვის, რომ ბინის დაზღვევისას თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნო, შენი სახლი, რემონტი და საყვარელი ავეჯი ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისასაც დაზღვეულია. 

სეტყვა, წყალდიდობა, ძლიერი ქარი თუ მეხის დაცემა სწორედ ის სტიქიური  მოვლენებია,   რომელთა კონტროლიც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. სწორედ ამიტომ, ბინის დაზღვევა შენს სახლს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული დაზიანებისასაც აზღვევს. 

როგორც ხედავ, ბინის დაზღვევა ბევრად  მეტია, ვიდრე თვალით ჩანს. დაგვიტოვე საკონტაქტო ნომერი და კიდევ უფრო ბევრს ჩვენგან გაიგებ: http://rebrand.ly/daazghvie-saxli