facebook logo

სიახლე

როგორ გამარტივდებოდა მაკკალისტერების ცხოვრება, ბინის დაზღვევა რომ ჰქონოდათ

კევინ მაკკალისტერის ოჯახს მრავალი მოულოდნელობით აღსავსე შობა გადაუტანია და ისტორიის ფურცლებს ყველასათვის საყვარელი ფილმი “Home Alone” დღესაც ძალიან ამხიარულებს. თუმცა ეს მაშინ, როცა ფილმის მთავარი მოქმედი გმირი არც შენ ხარ და ის ასობით ნივთი, თუ რუდუნებით გაკეთებული რემონტი, რომელიც ფილმის მსვლელობისას ზიანდება, შენს სახლს არ ეკუთვნის. 

„Home Alone“ სავსეა თავგადასავლებითა და საბოლოოდ, მუდამ ბედნიერი დასასრულით მთავრდება, მაგრამ ოდესმე დაფიქრებულხარ,  თუ როგორ გამარტივდებოდა მაკკალისტერებისა და მათი მეზობლების ცხოვრება ბინის დაზღვევა  რომ ჰქონოდათ? 

home-alone-dzarcva-yachagoba

მეზობლისგან ჩამოსული წყალი

პირველ რიგში, „სველი ბანდიტების“ მიერ დატბორილი მეზობელი შეიმსუბუქებდა მოულოდნელად თავსდატეხილ გაუთავლისიწნებელ ხარჯებს და კორპუსში ცხოვრების შემთხვევაში, ასევე დააზღვევდა თავის მეზობელსაც.

marto-saxlshi-mowyobilobebis-mwyobridan-gamosvla

შიდა გაყვანილობების მწყობრიდან უეცარი გამოსვლა 

ალბათ ყველას გვახსოვს Home Alone-ის მეოთხე ნაწილი, სადაც კევინი სასახლის მსგავს სახლში აღმოჩნდება. სახლის შიდა მოპირკეთებსა და ავეჯს კი საფრთხეს წყალგაყვანილობების მწყობრიდან უეცარი გამოსვლა უქმნის. კევინის ოჯახს რომ სახლის დაზღვევა ჰქონოდა, მატერიალურ დანაკარგთან ერთად, სავარაუდოა, რომ მისტერ მაკკალისტერის შეყვარებულის ნერვებსაც დაზოგავდნენ. 

marto-saxlshi-wylis-chamosvla

ქურდობა, ძარცვა ყაჩაღობა

თუ გავითვალისიწნებთ, რომ მაკკალისტერების სახლში შეღწევა ქურდობის, ძარცვისა თუ ყაცაღობის მიზნით მათი ცხოვრების თანდმევი პროცესია, ალბათ ისიც არ გაგიკვირდებათ, თუ უმთავრესად სწორედ ამ მოუშორებელი ბანდიტების მიერ მიყენებულ ზარალს აინაზღაურებდნენ. 

marto-saxlshi-Zarcva-kachaghoba

ვანდალიზმი 

არც ის უნდა დაგვავიწყდეს ქურდიც რომ ბევრნაირი არსებობს სამყაროში. მათ შორის კი მაკკალისტერებს მუდამ ისეთები ხვდებიან, ვანდალიზმისაკენ აშკარად გამოხატული მიდრეკილება რომ ახასიათებთ. შესაბამისად, მათ სახლში განზრახ დამსხვრეული და გაფუჭებული ნივთებისა თუ ტექნიკის დანახვა ჩვენ აღარ გვაკვირვებს. თუმცა, შენ შეიძლება გაგაკვირვოს ფატქმა, რომ ბინის დაზღვევა ვანდალიზმის შემთხვევებსაც მოიცავს. 

qurdebi-amsxvreven-saxls

და ბოლოს, როგორც ხედავ მაკკალისტერების მაგალითი დაზღვევის მნიშვნელოვანებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ, შეიძინე ბინის დაზღვევა და გაიმარტივე ცხოვრების გაუთვალისწინებელი შემთხვევები.

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე