თიბისი დაზღვევას დაზღვეულებისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს: ავტოდაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ, REDMED-ის ექიმების ვიდეოკონსულტაცია 50%-იანი ფასდაკლებით მიიღონ.

ფასდაკლება მოქმედებს როგორც სრული ავტოდაზღვევის, ასევე D1 და ავტომინის მფლობელებზეც. დაზღვეულებს უნიკალური პრომო-კოდი sms-ით ეგზავნებათ.
REDMED საქართველოში სამედიცინო მომსახურების პირველი სრულად ციფრული სისტემაა. კომპანიის ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებლობა გაქვს:
- კვალიფიციური ექიმის ვიდეო - ან აუდიოკონსულტაცია მარტივად, სასურველ დროს, სასურველი ადგილიდან გაიარო;
- გამოიძახო აფთიაქი სახლში;
- ისარგებლო ლაბორატორიის ბინაზე მისვლის სერვისით.
თუ თიბისი დაზღვევის ავტომობილის დაზღვევით სარგებლობ, გადმოწერე REDMED-ის აპლიკაცია და ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებით:
android - https://rebrand.ly/redmed-android
ios - https://rebrand.ly/redmed-ios
შეთავაზება ძალაშია 16 მარტის ჩათვლით.