სიახლე

მოსავლის დაზღვევა მარტივია

თიბისი დაზღვევა 2019 წლიდან აქტიურად ჩაერთო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში ფერმერებს ჯამურად 3 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა. 

აგროდაზღვევა ფერმერებს იმ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან იცავს, რომელიც სტიქიური მოვლენების შედეგად, მოსავლის განადგურებას შეიძლება მოჰყვეს. 

სწორედ ამიტომ, ფერმერების ცხოვრების გასამარტივებლად, აგროდაზღვევით გათვალისწინებული რისკებია:  

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის)

ჩამოთვლილი სტიქიური მოვლენებისგან კი შესაძლებელია შემდეგი კულტურების დაზღვევა: 

  • მარცვლეული
  • პარკოსანი
  • ბოსტნეული
  • ბაღჩეული
  • ხეხილი
  • კაკლოვანი
  • ვაზი 

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალურ ფილიალებში.  

„აგროდაზღვევა ქართველი ფერმერების საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, კონკურენტული ბაზარიცა და პროდუქტზე მოთხოვნაც ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. თიბისი დაზღვევის მიზანია ჩვენ მიერ დაზღვეულ ფერმერებს მაქსიმალური კომფორტი და სიმარტივე შევთავაზოთ როგორც პროდუქტის შეძენის, ასევე მოხმარების (ანაზღაურების) მომენტშიც, რითაც საბოლოოდ მათი ცხოვრების გამარტივებისკენ ვისწრაფვით.“  - ოთარ ცხვიტარია, თიბისი დაზღვევის მცირე და საშუალო ბიზნესის ალტერნატიული გაყიდვების უფროსი.  

აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. ხოლო სხვა კულტურებისთვის თანადაფინანსება 70%-ია. აღსანიშნავია, რომ ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც  შეუძლია. 

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. მხოლოდ, სავალდებულოა, მიწა რეგისტრირებული იყოს  საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს, ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში. 

თუ მომხმარებელი სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მასაც შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 2 42 22 22