სიახლე

კონტეინერების დაზღვევის ინოვაციური პლატფორმა

თიბისი დაზღვევა უნიკალურ შესაძლებლობებს ამჯერად ბიზნეს სექტორს სთავაზობს. კომპანიამ კონტეინერების დაზღვევის სრულად ციფრული პლატფორმა შექმნა. დღეიდან ლოჯისტას საშუალებით ფორვარდერებსა და საზღვაო ხაზებს შორის არსებული პროცესების გადაწყვეტა სადაზღვევო მენეჯერის ჩართულობის გარეშე მოხერხდება. 
ახალი პროექტი ბიზნესების მუშაობის პროცესს მეტ ეფექტურობასა და პროდუქტიულობას მატებს, რაც პროცესების ნაკლებ დროში შესრულებითაა განპირობებული. 

პლატფორმის საშუალებით ფორვარდერი თავიდან აირიდებს საზღვაო ხაზებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების ყოვეწლწლიური გაფორმების პროცესს და ამ პროცესებთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს ციფრულად, პლატფორმის დახმარებით მოაგვარებს. იქნება ეს:

•    საზღვაო ხახებთან დაკავშირება 
•    სადაზღვევო პოლისის გაფორმება
•    პოლისის თანხის გადახდა 
•    რეპორტებისა და ინვოისების წარმოება/დაგენერირება 
•    პორტალზე თანამშრომლების დამატება 

Logista.ge მომხმარებელს მეტ კომფორტს, ნაკლებ დროში სთავაზობს. 

რაც მთავარია, კონტეინერების დაზღვევის პლატფორმაში ჩართვა უმარტივესად შეგიძლია:

ამისათვის საჭიროა, ფორვარდერმა გამოხატოს პლატფორმაში ჩართვის სურვილი, რისთვისაც თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდეს. რის შემდეგაც, თიბისი დაზღვევა მას კონტეინერების ციფრულ პლატფორმაზე (ვებგვერდზე) დაარეგისტრირებს. ვებგვერდის საშუალებით, მომხმარებელი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით უკავშირდება სასურველ საზღვაო ხაზს და სადაზღვევო პოლისის გამოწერისათვის მხოლოდ 17 წამი სჭირდება. 

პლატფორმით სარგებლობისათვის დაგვიკავშირდი ნომერზე:  242 22 22 

ან დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: ლინკი