სიახლე

ჯანმრთელობის დაზღვევის VIP მომსახურების მენეჯერები

გამარჯობა, დღეს ჯანმრთელობის დაზღვევის გუნდის იმ წევრებს გაგაცნობთ, რომლებიც დაზღვეულებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე მუდმივად ზრუნავენ. მე ვარ თეონა ფანჩულიძე - თიბისი დაზღვევის VIP მომსახურების მენეჯერი.

ორი წლის წინ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით vip-მენეჯერად მუშაობის დაწყება ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარულმა გადამაწყვეტინა. მათი დახმარება დიდ სიხარულს და სიამოვნებას მანიჭებს. ყოველდღიურად ძალიან ბევრ მათგანთან მაქვს კონტაქტი: მირეკავენ, აზრს მეკითხებიან, დახმარებას მთხოვენ; რომ არა ადამიანების მიმართ ასეთი სიყვარული, ალბათ გამიჭირდებოდა ჩემი საქმე ხარისხიანად და მაქსიმალური პროფესიონალიზმით შემესრულებინა, რადგან ყველა, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ცხადია, განსხვავებულია - ყველას თავისებური მიდგომა და მოფრთხილება სჭირდება და თითოეულმა, ვინც დახმარებას გთხოვს, უნდა იგრძნოს, რომ ამას მხოლოდ საქმის გამო კი არა, გულით აკეთებ.

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა ყველას სადღაც მიეჩქარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის სწორი მენეჯმენტი. ამიტომაც, დისტანციური მომსახურება, რომელსაც დაზღვეულებს ვთავაზობთ, აუცილებელია იყოს მარტივი, სწრაფი და კომფორტული. სწორედ ამიტომ, ჩემთვის პრიორიტეტულია, მომხმარებელს სწორად დავუგეგმო თითოეული ნაბიჯი, რათა მარტივად და სწრაფად შეძლოს სერვისის მიღება და შედეგად, მნიშვნელოვნად დაზოგოს დრო. 

რადგან ადამიანის ჯანმრთელობას ეხება საქმე, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ხშირად მიწევს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება: არის შემთხვევები, როცა თითოეული წუთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია... თუმცა, დღის ბოლოს, არაფერი შეედრება იმ კმაყოფილებისა და სიამოვნების შეგრძნებას, რასაც სხვისთვის გაკეთებული სასარგებლო საქმე მიტოვებს. 

 

"ჩემი გამოცდილებით, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, დაზღვეულთან მეგობრული დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია, რათა მან თამამად შეძლოს იმ სენსიტიურ თემაზე საუბარი, რომელიც ჯანმრთელობას ეხება და შედეგად, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი და გავუფრთხილდეთ ყველაზე მნიშვნელოვანს - ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობას." 

თეონა:

მომხმარებელთან ურთიერთობისას რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი რეაგირება შევძლოთ თითოეულ შემთხვევაზე, იმდენადვე დიდ ყურადღებას ვაქცევთ უშუალოდ ურთიერთობის ფორმასაც: ადამიანი უნდა გრძნობდეს ჩემს მხარდაჭერას, კეთილგანწყობას და ჰქონდეს იმედი, რომ მისთვის საჭირო და საინტერესო თემებზე სანდო ადამიანის რჩევასა და კომპეტენტურ პასუხს მიიღებს. 

რაც მთავარია, კიდევ უფრო უკეთესად მუშაობის სტიმულს სწორედ თითოეული მადლიერი ადამიანის ყოველდღიური ტექსტური შეტყობინება, ან სატელეფონო ზარი მაძლევს. მათი გულითადი მადლობა და კეთილი სიტყვა იმის დასტურია, რომ ჩემ მიერ დახარჯული დრო და გამოჩენილი ძალისხმევა ფუჭი არ ყოფილა. ასეთ დროს ვრწმუნდები, რომ მე ერთით მეტი ადამიანის ცხოვრება ნამდვილად გავამარტივე.