სიახლე

5 აპი, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებს

სოციალიზაციის ნაკლებობასთან ერთად, დატვირთული სამუშაო დღეები ხშირად სტრესისა და გადაღლილობის გამომწვევია. თუმცა, სამყაროს გაციფრულებასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ცხოვრების გამარტივება ნებისმიერი კუთხით შეუძლია. სწორედ ამიტომ, ამ სრულიად უფასო აპლიკაციებით, შენს ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე ზრუნვა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. 

 

1. Micro Breaks (Google Chrome extension) 

Micro Breaks-ი Google Chrome-ს დამატებაა (extension), რომელიც საშუალებას გაძლევს დააყენო წამზომი შენთვის სასურველი დროის ხანგრძლივობით და აპი ლიმიტის ამოწურისთანავე გამცნობს, რომ შესვენების დროა. ამ გზით გადაღლილობისგან იცავ როგორც ზოგადად გონებას, ასევე თვალებს და საბოლოო ჯამში, უფრო პროდუქტიულადაც მუშაობ. 

დაამატე Google Chrome-ს

 

2. Stretch Reminder (Google Chrome extension)

დატვირთული სამუშაო გრაფიკი და უმოძროაბა განსაკუთრებით აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. Stretch Reminder ყველაზე მარტივად რომ გითხრათ, არის ყოველდღიური მინიმალური აქტივობა ჩვენი ჯანმრთელობის შესანარშუნებლად. შენს Google Chrome-ის ბრაუზერზე ამ დამატების გააქტიურებით იპოვი შესანიშნავ გზას, რომ საკუთარ თავს ადგომა და გამოძრავება შეახსენო. 

დაამატე Google Chrome-ს

 

3. Daily Water Tracker Reminder (IOS, Android) 

ჰიდრატაცია რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანესია - ყველამ ვიცით. თუმცა, ძალიან ცოტა თუ ახერხებს ორგანიზმისათვის საჭირო წყლის დოზის მიღება აკონტროლოს. Daily water tracker reminder საშუალებას გაძლევს დასახო შენთვის სასურველი მიზანი - თუ რამდენი ლიტრი წყალი გინდა რომ მიიღო. აპი დღის საათებზე შესაბამისად გადაანაწილებს რაოდენობებს და შეგახსენებს, რომ დროა წყალი დალიო. თუნდაც - ახლა. 

გადმოწერე ios-ისთვის

გადმოწერე android-ისთვის

 

4. Engross 

Engross არის აპლიკაცია, რომელიც შთაგონებულია ფრანჩესკო ცირილოს პომოდორო მეთოდით. აპი საშუალებას გაძლევს დააყენო წამზომი როგორც სამუშაო დროისათვის, ასევე შესვენებებისთვისაც; ასევე, დააორგანიზო და მართო შესასრულებელ საქმეთა სია. საბოლოო ჯამში კი - გაზარდო შენი პროდუქტიულობა. 

გადმოწერე ios-ისთვის

გადმოწერე android-ისთვის

 

5. My life (IOS, Android) 

როცა ცხოვრების ტემპი ასე სწრაფია, ყოველდღიური სტრესები ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც აისახება ხოლმე. ამიტომაც, ვისაც უძილობა და შფოთვები აწუხებს, My Life ინდივიდუალური მიდგომებითა და ვარჯიშებით დაეხმარება.  

გადმოწერე ios-ისთვის

გადმოწერე android-ისთვის