ბლოგი

გაიცანი ხარისხის მართვის გუნდი

გამარჯობა, დღეს ჯანმრთელობის დაზღვევის გუნდის სწორედ იმ წევრებს გაგაცნობთ, რომლებიც დაზღვეულებისთვის საუკეთესო სერვისის შექმნას უზრუნველყოფენ. 

საუკეთესო მომსახურების შექმნა ხანგრძლივი და ამასთანავე ძალიან საინტერესო პროცესია. ყველაზე კრიტიკულია, - კარგად გაიცნო მომხმარებელები, გაერკვე რა მოსწონთ და რას ელოდებიან შენგან. ვინაიდან, სწორედ მათი საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინება განაპირობებს მაღალი ხარისხის მომსახურებას. 

შესაბამისად, პროცესი მუდმივ შრომასა და განვითარებას მოითხოვს:  დაზღვეულებთან უწყვეტი კომუნიკაციაა საჭირო - მათგან რეკომენდაციებისა და რჩევების მიღება, უკმაყოფილების შემთხვევაში სწორი მიდგომა და პრობლემის გააზრება. 

არ არსებობს უნივერსალური სერვისი, რომელიც ყველა მომხმარებელს ერთნაირად კმაყოფილს დატოვებს, თუმცა სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ჯანმრთელობის საუკეთესო დაზღვევა თავის თავში მოიაზრებს თითოეული მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომასა და საჭიროების წარმოქმნისას, - სწრაფ რეაგირებას. 

მარტივად რომ გითხრათ, ვფიქრობ, საუკეთესო ისეთი მომსახურებაა, რომელიც ზუსტად პასუხობს მომხმარებლების საჭიროებებს. აქედან გამომდინარე, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი და მათი ლოიალური დამოკიდებულებაა. ადამიანი მხოლოდ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებს კომპანიასთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გადაწყვეტილებას; რეკომენდაციას გიწევს, როგორც გამორჩეულ კომპანიას და შედეგიც კომპანიაზე მხოლოდ სასიკეთოდ აისახება.  

ამისათვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოიპოვო მომხმარებლის ნდობა. დაზღვეული უნდა გრძნობდეს რომ მასზე ზრუნავენ, ყურადღებას აქცევენ... ნდობის მოპოვება და მოლოდინების გამართლება ჩვენი სამუშაოს ყველაზე რთული და საყურადღებო ნაწილია, რასაც ამ ეტაპზე, დაზღვეულებთან მაქსიმალური გულწრფელობითა და კეთილგანწყობით, -  წარმატებით ვახერხებთ. 

როგორც ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მიმაჩნია, რომ გუნდის თითოეული წევრი მიმართული უნდა იყოს კომპანიის მისიის სრულყოფისაკენ. ამიტომაც, ჯანმრთელობის დაზღვევის გუნდი მომხმარებელს მაქსიმალურად სწრაფ მომსახურებასა და ჩვენთან ურთიერთობით, საბოლოოდ, ცხოვრების გამარტივებას ვპირდებით. 

ვფიქრობ, ზემოთ ხსენებული საკითხების წარმატებით შესასრულებლად, პირველ რიგში, გუნდი უნდა იყოს აუცილებლად ძალიან შეკრული და გაერთიანებული ერთი მიზნის ირგვლივ. ყველა მომუშავე რგოლი მაღალი პასუხისმგებლობით უნდა იზიარებდეს კომპანიის ღირებულებებს და სჯეროდეს მათი. თუ შენი საქმის და შენი მისიის თავად არ გჯერა, ვერც წარმატებული იქნები შენს საქმეში. 
ასევე, მნიშვნელოვანია მუდმივად აკვირდებოდე რა სურთ მომხმარებლებს. დაზღვეულები უნდა გრძნობდნენ, რომ კომპანია მუდმივად ფიქრობს მათთვის სერვისებისა და მომსახურების გაუმჯობესაბასა და გამარტივებაზე. შედეგად კი, სწორედ მომხმარებლის კმაყოფილებით ჩანს რამდენად სწორად ვაკეთებ ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობებს. 

როდესაც ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს, ჩვენს თანადგომას ელის მაშინ, როცა ჯანმრთელობის პრობლემა წარმოიქმნება. ამიტომაც, გარდა იმისა, რომ შენს საქმეში პროფესიონალიზმი მოგეთხოვება, ასევე უნდა იყო განსაკუთრებით ემპათიური  და მომხმარებელთან ურთიერთობისას ამჟღავნებდე ყურადღებას, თანადგომას.

პანდემიამ ყველანი ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. შესაბამისად, ჩემი საქმიანობა, ამ პერიოდში, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო გახდა. გარდა იმისა, რომ ვცდილობ ნებისმიერი პრობლემიდან ოპტიმალური გამოსავალი ოპერატიულად ვიპოვო, ასევე მუდმივად ჩართული ვარ ხარისხის მონიტორინგის ნაწილში. ჩემი მიზანია, მიუხედავად დისტანციურ პირობებში მუშაობისა, მომსახურების ხარისხი იყოს საუკეთესო, რათა დაზღვეულებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაუმარტივდეთ.