სიახლე

კლინიკების ფართო პროვაიდერული ქსელი მომხმარებლებისთვის - თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხამრებლებს შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მომსახურება, ქვეყნის მასშტაბით, 300-მდე პროვაიდერ კლინიკაში მიიღონ. 

თბილისის მასშტაბით დაზღვეულებს ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე 137 კლინიკა, ხოლო რეგიონებში 135 სამედიცინო დაწესებულება ემსახურებათ. 
კომპანიის მისია, ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და შესაბამისად, მომსახურებაცა და სერვისიც მორგებულია დაზღვეულების საჭიროებებსა და სურვილებს. 

სწორედ დაზღეულებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, თიბისი დაზღვევის სტრატეგიული პარტნიორია საოჯახო მედიცინის ცენტრი „რეიმანი“, რომლესაც ხელმძღვანელობს გუნდი 27-წლიანი გამოცდილებითა და პროფეზიონალიზმით. 

კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია Roche-ს უახლესი, სრულად-ავტომატიზირებული დახურული სისტემის აპარატურით. სისხლის აღებისას გამოიყენება Becton Dickinson (BD)-ის წარმოებული ვაკუუმური სისტემები, რაც განაპირობებს სისხლის შეგროვების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. 

„რეიმანის“ პრიორიტეტია დაამკვიდროს სისტემის პაციენტ-ცენტრული მოდელი, რომლის მთავარი ღირებულება პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.