სიახლე

ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე 1

შენ, ვინც ახლა ამ ბლოგს კითხულობ, რამდენჯერ მოგიწერია ხელი კონტრაქტზე წაუკითხავად?  

O_o  

ჰოო, საკმაოდ ბევრჯერ... 😊 

თუმცა, როგორც დიდი მაიკლ ჯექსონი იტყოდა - You Are Not Alone. 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მივყოლოდით დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს და ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად, ჩვენი „მანიფესტი“ - სადაზღვევო კონტრაქტი ყველასათვის მარტივად კითხვადი გავხადეთ.

ანუ  - ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე.  

და როგორ? 

ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა, 9 მთისა და 9 ზღვის გადალახვის შემდეგ, - 6-თვიანი უწყვეტი მუშაობისა და მრავალი პროფესიონალის ჩართულობით: 

ჩავიხედეთ ნეირომეცნიერებაში

ჩვენი ტვინის ის უბნები, რომელსაც აბარია ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება, ვიზუალურად გადატვირთული ტექსტებისა და რთული წინადადებების გამო ვეღარ ფუნქციონირებს. 

ამის თავიდან ასაცილებლად, თუ ტექსტს გადავანაწილებთ პატარა აბზაცებად, ქვესაკითხებად და დავურთავთ შესაბამის ვიზუალს, ერთი შეხედვით გაუგებარი დოკუმენტი ყველასთვის მარტივად აღსაქმელი გახდება.“ - ნინო მარგველაშვილი, ნეირომეცნიერი.  

გავამარტივეთ კონტრაქტის ენა და სტილი 

„იურიდიულ დოკუმენტებში, ხშირად გვჩვევია მარტივი წინადადებების გართულება და ხელოვნური კონსტრუქციებით გადატვირთვა. კონტრაქტი რომ უფრო გასაგები იყოს, აუცილებელია რთული წინადადებების მარტივ ენაზე გადაწერა. მაგალითად,  რა საჭიროა ვთქვათ “დაზიანების შემთხვევაში” - როცა შეგვიძლია ვთქვათ - “დაზიანებისას“. წინადადებები უნდა იყოს მოკლე და მკაფიო.“ - რუსუდან მარგიშვილი, ფილოლოგი. 

შევქმენით ყველაზე გასაგები ფონტი 

 „გარდა შინაარსოსბრივი ნაწილისა, კონტრაქტის აღქმაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ვიზუალური მხარე. როგორიც არ უნდა იყოს შრიფტი, მნიშვნელოვანია მისი ზომაც - კითხვისას თვალი აწვრილებს სიტყვებს და აღქმისთვის 0.4 წამი სჭირდება. სიტყვის ფორმების მკითხველზე უფრო მეტად მოსარგებად, შეცვლილ დიზაინსა და ახალ ფონტში ფიგურები მეტად გახსნილია, ასო-ნიშნების ზედა და ქვედა ტანი კი გაზრდილი.“ - აკაკი რაზმაძე, ტიპოგრაფი. 

დაგაინტერესა? მაშინ, გაეცანი ავტოდაზღვევას გასაგებ ენაზე და გადმოწერე ყველაზე გასაგები ფონტი: contractica.ge