ბლოგი

ჯანმრთელობის დაზღვევის საოპერაციო სამსახური

გამარჯობა, დღეს გაგაცნობთ საოპერაციო სამსახურის უფროსს მარიკა მამფორიას, რომელიც თავის საქმიანობაზე მოგვიყვება.

ჩვენს კომპანიაში საოპერაციო სამსახურის გუნდი, ისევე როგორც ყველა სხვა დეპარტამენტის, ყოველდღიურად დიდ პასუხისმგებლობას ვეჭიდებით. ჩვენი განყოფილების მთავარი მისია მაქსიმალური სიზუსტითა და მოკლე დროში  დაზღვეულების მონაცემების პროგრამული რეგისტრაციაა. 

შესაბამისად, მუშაობის ხარისხი პირდაპირ აისახება მომხმარებლისათვის მიწოდებული სერვისისა და მომსახურების სისწრაფესა და სიმარტივეზე. 

ვფიქრობ, მეცნიერული სიზუსტით შესრულებულ სამუშაოსთან ერთად, კლიენტისთვის მნიშვნელოვანია რამდენად კომფორტულია შენთან, როგორც  კომპანიის წარმომადგენელთან  თანამშრომლობა. ჩვენი ბიზნესპარტნიორებისა და დაზღვეულებისთვის კომფორტის შექმნა კი თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

საოპერაციო სამსახურის გუნდი ყოველდღიურად ვზრუნავთ ამ კომფორტისა  და კლიენტისათვის სასურველი გარემოს შექმნა-განვითარებაზე. სწორედ მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით შეიქმნა HR პორტალი, რომელიც ამარტივებს დაზღვევისთვის საჭირო პროცესების გავლას, უზოგავს მომხმარებლებს ენერგიას და დროს, რაც, ალბათ დამეთანხმებით, დღეს ყველაზე ძვირფასი რესურსია. 

აქედან გამომდინარე, ჩვენი განყოფილების ჩართულობით, მომხმარებელი იღებს საუკეთესო მომსახურებას, რაც მას ცხოვრებას უმარტივებს და, საბოლოო ჯამში, დადებით  ემოციებს იწვევს.   

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა  თიბისი დაზღვევის გუნდის წევრობა.  ორი  წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო გამოწვევა და თავგადასავალი გადაგვხდა როგორც პირადად მე, ასევე ჩემს განყოფილებას და ამ გამოწვევებმა და სირთულეებმა საოცრად გაგვზარდა პროფესიულად და უფრო მეტად მოტივირებულებიც გაგვხადა. როდესაც კომპანია ხვდება, რომ „შეცდომები მოსულა“ აუცილებელიც კია, მის გუნდში ყოფნა. ეს ნიშნავს მუდმივ განვითარებას.

ჩემი და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი ღირებულება სწორედ რომ შრომისმოყვარეობაა, რომელიც  ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამ თვისებების წყალობით ჩამოვაყალიბეთ ჩემთვის ყველაზე საამაყო საოპერაციო განყოფილება, რომელიც სამედიცინო დეპარტამენტში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.