სიახლე

ვეძებთ ციფრულ მარკეტერს

"თიბისი დაზღვევის" მარკეტინგის გუნდში, შენთვის ციფრული მარკეტერის ვაკანსია მოსულა.

თუ გიყვარს ციფრული სამყარო და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად ხარ, აუცილებლად გამოგვეხმაურე.

რას გააკეთებ:

  • შეიმუშავებ სარეკლამო სტრატეგიას ციფრული სამყაროსთვის;
  • მონაწილეობას მიიღებ სოციალურ მედიის სტრატეგიის შექმნაში;
  • დაგეგმავ და გაუშვებ რეკლამებს facebook ads manager-სა და google ads-ში;
  • გაანალიზებ ჩვენი რეკლამების შედეგებს, აუდიტორიასა და კონტენტს (facebook და google analytics) და შემდეგ გუნდში გაგვიზიარებ "ინსაითებს";
  • ჩაერთვები საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და ციფრულ არხებში მათ ეფექტურად გაშლაში;
  • მართავ თიბისი დაზღვევის ვებგვერდს;
  • იმუშავებ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა "თიბისი" დაზღვევის ახალი ვებგვერდის შექმნა, აპი და ა.შ.
  • მონაწილეობას მიიღებ SEO-ს სტრატეგიის შექმნასა და აღსრულებაში.

ვის ვეძებთ:

  • თუ გაქვს მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში;
  • თუ ხარ ინიციატივიანი და შეგიძლია იმუშაო დამოუკიდებლად;
  • თუ მუდმივად ისწრაფვი სიახლეებისა და ინოვაციებისკენ;
  • თუ ფლობ ინგლისურ ენას.

რას გთავაზობთ:

  • დისტანციურად და ოფისში მუშაობის შერეულ მოდელს;
  • პარასკევს, მოკლე სამუშაო დღეს: 10:00-17:00;
  • ჯანმრთელობის საუკეთესო დაზღვევას;
  • კარიერის განვითარების შესაძლებლობას;

შენ გელოდება ყველაზე მეგობრული გუნდი, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@tbcinsurance.ge.