ბლოგი

ანდერაიტერები: ანუ ჯანმრთელობის დაზღვევის რისკების მართვის გუნდი

ხატია გაბრიაძე
ანდერაიტერი

გამარჯობა. პირველ რიგში, მინდა ცოტა რამ უშუალოდ რისკების მართვის შესახებ მოგიყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ერთი შეხედვით ტექნიკური საქმიანობა თქვენც ძალიან საინტერესოდ მოგეჩვენებათ. 😊

ჩვენ, რისკების მართვის გუნდი,  ვწერთ და ვქმნით ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებს. ფაქტობრივად, ეს არის ის საყრდენი, რაზეც შენდება მთელი სადაზღვევო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეულებთან პირდაპირი ურთიერთობა  არ გვაქვს, მათთან სწორედ ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი მიდის.  ამიტომ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია როგორც  დაზღვეულების, ასევე მთელი თიბისი დაზღვევის გუნდის წინაშე. 

ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებულმა პრობლემამ, ფიზიკურ და მენტალურ სტრესთან ერთად, გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო, შესაძლოა ადამიანის ფინანსური სტაბილურობაც რისკის ქვეშ დააყენოს. 

ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, ამგვარი გლობალური ფინანსური რისკის დროს, თითოეული დაზღვეული იყოს მაქსიმალურად დაცული. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან  სწორედ ამას ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს, რომ თითოეული მათგანის ინდივიდუალურ საჭიროებებს ჩვენი პოლისით მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ.   გარდა ამისა,  დაზღვევა გულისხმობს იმ ზოგადი თუ გეგმური საჭიროებების გათვალისწინებასაც, რაც თითოეულს გვხვდება ჯანმრთელობაზე ზრუნვისას. 

როგორც ხედავთ, მეტად კომპლექსურ და მეცნიერული სიზუსტით შესასრულებელ საქმეს ვეჭიდებით, სადაც პირველ რიგში დგას ადამიანი, როგორც ინდივიდი. ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც სწორედ ინდივიდებს უკავშირდება. 

შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევა, თავისი შინაარსით ძალიან კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია. პროდუქტის შექმნისას, ჩვენთვის აუცილებელი კრიტერიუმია, რომ დაზღვევის პირობები (დეტალები) ყველასათვის ადვილად გასაგები იყოს, მიუხედავად იმისა, ერკვევა თუ არა დაზღვეული სამედიცინო საკითხებსა თუ ტერმინოლოგიაში. ამიტომაც, ვცდილობთ, ტექსტი შევადგინოთ  მაქსიმალურად მარტივი ენით, რომ ნებისმიერი მომხმარებლისთვის ის იყოს ცხადი და არა ბუნდოვანი.

 ჩვენ გვესმის და გვჯერა, რომ ადამიანს მხარდაჭერა და ხელშეწყობა ყველაზე მეტად სწორედ ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული პრობლემის წამოჭრისას სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევა იყოს ყველაზე კომფორტული, იოლად  აღსაქმელი და გამოსაყენებელი პროდუქტი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას მართლაც ყველაზე საჭირო მომენტში გაამარტივებს.  

ალექსანდრა მაჭავარიანი
უმცროსი ანდერაიტერი

როგორც ხატიამ აღნიშნა, ანდერაიტერების (რისკების მართვის გუნდის) საქმიანობა ფოკუსირებულია ჩვენი დაზღვეულებისთვის სასურველი პროდუქტის შექმნაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, მაქსიმალურად იყოს მათ საჭიროებებს მორგებული და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თითოეულ დაზღვეულს კომპანიის იმედი ჰქონდეს.

შესაბამისად, ჩემი საქმიანობა მოითხოვს, როგორც რაციონალურ გათვლებსა და დეტალებისადმი ყურადღებას, ასევე შემოქმედებით მიდგომას; ერთდროულად, ერთ სადაზღვევო პროდუქტში საჭიროა მომხმარებლისა და სადაზღვევო კომპანიის ინტერესების მაქსიმალურად და თანაბრად გათვალისწინება - სწორედ ეს გამოწვევები აქცევს ანდერაიტინგს საინტერესო და განსაკუთრებულ საქმედ.

ვფიქრობ, მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევით ადამიანებს ცხოვრებას ვუმარტივებთ მათთვის კრიტიკულ მომენტში.  ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე შესაძლოა თითოეული ჩვენგანი  დადგეს. ხშირად ეს ძალიან მოულოდნელად ხდება და სწორედ ამ დროს სჭირდება  ადამიანს თანადგომა, მხარდაჭერა. მე მჯერა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა ასეთ დროს უნდა იყოს არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის გარანტი, არამედ კომფორტი და მზრუნველობა. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც თიბისი დაზღვევა ქმნის, ეფუძნება ჯანსაღ, კოლეგიალურ გარემოს, სადაც თანამშრომლობა დამყარებულია თითოეულის პროფესიულ  კომპეტენციასა და ურთიერთნდობაზე.  კმაყოფილი  მომხმარებლის დამოკიდებულება კი    სტიმულს გვაძლევს, კიდევ უფრო  მოვინდომოთ,  კიდევ უფრო დახვეწილი და სრულყოფილი პროდუქტი მივაწოდოთ მათ, ვინც ჩვენს დაზღვევას ირჩევს.  😊