სიახლე

რა მოსულა და რა არ მოსულა

როცა საქმე ისეთ სერიოზულ ამბებს ეხება, როგორიც ავტოდაზღვევის ხელშეკრულებაა, მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს რა მოსულა და რა არ მოსულა. Სწორედ, ამიტომ, მცირე მიმოხილვას გასაგებ ენაზე გთავაზობთ:


რა მოსულა:

1.1 Მოსულა ავანაზღაუროთ ზარალი, თუ შემთხვევით სხვისი ავტომობილი დააზიანე, ან პირიქით. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა არ გადააადგილო ავტომობილი და დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე: 2 42 22 22 

Პ.ს. Პატრულის გამოძახებაც არ დაგავიწყდეს :) 

1.2 Მოსულა ავანაზღაუროთ სეტყვით გამოწვეული ზარალიც. აქ, უფრო მარტივად, უბრალოდ გვიკავშირდები შემთხვევიდან 7 დღის განმავლობაში, წარმოადგენ დაზიანებული ავტომობილის სურათებს და „ვუალა“ - თანხა მალევე ჩაგერიცხება. 

1.3 გაგიკვირდება და უკვე ცხოველის ან ფრინველის მიერ, ავტომობილისთვის გარეგანი დაზიანების ანაზღაურებაც მოსულა. აქაც მხოლოდ სურათების წარმოდგენითა და ცხელ ხაზზე დაკავშირებით შემოვიფარგლებით. 

1.4 Ხოლო, თუ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა, ან შენი ავტომობილი საგნის დაცემით დაზიანდა, ასეთ დროსაც შეგიძლია ჩვენი იმედი გქონდეს. 

რა არ მოსულა:

2.1 არ მოსულა ავანაზღაუროთ ზარალი, თუ ავტომობილს არაფხიზელი მართავდი. 

2.2 არ მოსულა ავანაზღაუროთ ზარალი, თუ ავტომობილით მძაფრსიუჟეტიან ფილმებში ნაჩვენები მანევრები და სიჩქარე გაიმეორე. 

2.3 არც ისეთი შემთხვევების ანაზღაურება მოსულა, როცა შენს ავტომობილს არაუფლებამოსილი მძღოლი მართავდა, ანუ ადამიანი, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებაში მითითებული არ გყავს.

2.4 Ჰო, და ბოლოს, სრული პირობების სანახავად ეწვიე ბმულს და გაეცანი ჩვენს განახლებულ კონტრაქტს. სპოილერი: ისეთია, - Ზღაპარივით იკითხება. :) 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე