სიახლე

ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონა


„გავიღვიძე დილით ადრე და შემოსასვლელში დგას ტბა“ - ლარისა გოგეშვილი;  ლაბორანტი.

სახლიდან გამოსული არაერთხელ შებრუნებულხარ, შეგიმოწმებია ფანჯრები, გაზქურა, ონკანი თუ კარის ჩამკეტი, რათა დარწმუნებულიყავი, რომ სახლში დაბრუნებულს ყველაფერი ისევ ისე დაგხვდებოდა, როგორც დატოვე.

დაძინებისას, მთვლემარეს არაერთხელ მიგიყურადებია სიჩუმეში შორიდან მომავალი ხმისთვის, რომელიც ბინასთან დაკავშირებული ავის მომასწავებელი ნიშანი გეგონა. 




მსოფლიოში სახლის დაზღვევა 1600-იან წლებში გაჩნდა და ის ყველაზე ხშირ შემთხვევას - ხის სახლებს, ცეცხლის გაჩენისგან მიყენებული ზარალისგან - აზღვევდა.



მას შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა და დღეს ის უკვე უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნილებასა და ბიუჯეტზეა მორგებული. 

"ამ ზარალის შემდეგ მივხვდი - აუცილებელიცაა, გქონდეს სახლი დაზღვეული, რომ მშვიდად გეძინოს" - მიხეილ რაზმაძე, ავია მეთვალყურე.

რაც მთავარია, დღეს ბინის დაზღვევა უკვე ნებისმიერი ადგილიდან - სახლში შეუსვლელად - 30 წამში , 12 ₾-დან შეგიძლია.

„თანხა იყო სასაცილოდ პატარა. მართლა“ - მიხეილ რაზმაძე.

აზღვევ ყველაფერს, რაც განერვიულებს:

შიდა გაყვანილობები

იმისათვის, რომ ბინაში სრული კომფორტით ვიცხოვოროთ, მნიშვნელოვანია მუდმივად გამართულად მუშაობდეს გათბობის, ელექტრო- , თუ წყალგაყვანილობის სისტემები, რომლის მწყობრიდან მოულოდნელი გამოსვლისას სწორედ ბინის დაზღვევა დაგეხმარება.




„წნევამ მოიმატა ღამით, ონკანი გასკდა. დაიტბორა შემოსასვლელი და დიდი ოთახი“ - ლარისა გოგეშვილი.

მეზობლისგან ჩამოსული წყალი

წყლის ჩამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, რომელსაც დიდი დისკომფორტისა და ფინანსური ზარალის გამოწვევა შეუძლია. მეზობლის სახლიდან ჩამოსული წყლისგან შიდა მოპირკეთებისთვის, ავეჯისა თუ ტექნიკისთვის მიყენებულ ზიანს თიბისი დაზღვევა აგინაზღაურებს.




ასევე, ბინის დაზღვევა შენს მეზობელსაც აუნაზღაურებს ზიანს, თუ ეს უკანასკნელი შენი მიზეზით იქნება გამოწვეული და ამგვარად ყველასთვის კარგად ნაცნობ უხერხულობას აგარიდებს თავიდან.  

„დამირეკა მეზობელმა, თქვენი სახლიდან წყალი გამოდისო მითხრა და საძინებლის კედელი დამისველდა მთლიანადო“ - ქეთევან ნემსიწვერიძე; ვეტერინარი. 

ხანძარი, აფეთქება, კვამლით დაზიანება

ხანძარი და აფეთქება ხომ სწორედ ის შემთხვევებია, რომლის გამოც პირველი ქონების დაზღვევა პირველად შეიქმნა და დღესაც არანაკლები აქტუალობით სარგებლობს. 



„დაზღვევა, აუცილებელია, მითუმეტეს, თუ სახლში ორი პატარა ბავშვია, შესაძლოა ცეცხლი გააჩინონ“ - ლარისა გოგეშვილი.

„მთავარი რაც მანერვიულებდა არის ხის სახლი და ცეცხლის გაჩენის ალბათობაა დიდი“ - გიორგი გაგოშიძე; მხატვარი.

ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი

სიმშვიდესთან ერთად, დაცულობის შეგრძნებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბინის დაზღვევა შენი სახლის, რემონტისა და საყვარელი ავეჯისთვის არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ მიყენებულ ზიანსაც გიზღვევს.


სტიქიური მოვლენები

სეტყვა, წყალდიდობა, ძლიერი ქარი თუ მეხის დაცემა, - სწორედ ის სტიქიური მოვლენებია, რომელთა კონტროლიც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. სწორედ ამიტომ, ბინის დაზღვევა ამ შემთხვევებით გამოწვეულ ზარალსაც ანაზღაურებს. 

როგორც ხედავ, ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე წარმოიდგენდი.



დააზღვიე სახლი ნებისმიერი ადგილიდან, ამას სულ 30 წამი დასჭირდება.