ბლოგი

გაიცანი პროვაიდერებისა და ზარალების ანაზღაურების გუნდი

გამარჯობა, მე ვარ ცოტნე მიქავა და დღეს იმ დეპარტამენტის შესახებ მოგიყვებით, რომლებიც თქვენთვის ყველაზე ფართო პროვაიდერული ქსელის შექმნაზე მუშაობენ. 

სადაზღვევო სფეროში, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, ნებისმიერი ნაბიჯის დაგეგმვის დროს, პირველ რიგში, დაზღვეულის ინტერესები უნდა გაითვალისწინო. 

პროვაიდერ კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუდმივად თვალს ვადევნებთ დაზღვეულთა მიმართვიანობასა და კმაყოფილებას. 

თუ მიმართვიანობა და კმაყოფილების მაჩვენებელი მაღალია, აუცილებლად ვიწყებთ მოლაპარაკებებს სამედიცინო დაწესებულებებთან, რომ მათთან ურთიერთობისას ჩვენთან დაზღვეულ პაციენტებს კიდევ უფრო კომფორტული გარემო და სერვისი დახვდეთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია სადაზღვევო სერვისების გაციფრულება. ამ ეტაპზე, თანხის ანაზღაურებისა და ოჯახის ექიმთან დისტანციური კონსულტაციის გარდა, 25-ზე მეტ კლინიკაში მოქმედებს დისტანციური მიმართვიანობის სერვისიც. 

შედეგად, სადაზღვევო პოლისით სარგებლობა და თითოეული მომსახურების მიღება მაქსიმალურად მარტივი ხდება. 

როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორატიულ სექტორში ჩავუშვით, ჩვენი ერთ-ერთი პირველი დაპირება სადაზღვევო სერვისების ხელმისაწვდომობა იყო, რისთვისაც შევქმენით პროვაიდერული კლინიკების ყველაზე ფართო ქსელი. 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ კლინიკასთან ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თანაგადახდის სერვისით მათთვის სასურველ და სანდო კლინიკებში. ამ გზით, დაზღვეულებს ვეხმარებით დაზოგონ როგორც დროითი, ასევე ფინანსური რესურსი. 



ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ სადაზღვევო ნაკრებში სტომატოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი ნაწილია. ამიტომაც, დაზღვეულებთან მიდგომა და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. 

ყველასათვის ცნობილია, რომ ზოგადად, სტომატოლოგთან ვიზიტი ადამიანების უმრავლესობისთვის შიშის გამომწვევია და ხშირად, სოლიდურ ფინანსურ ხარჯებსაც უკავშირდება. 

ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, დავამსხვრიოთ სტომატოლოგიასთან დაკავშირებული სტერეოტიპები და ადამიანებს დავანახოთ, რომ პროფესიონალ კლინიკებსა და პროფესიონალ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობით, სტომატოლოგიური პროცედურების გავლა მხოლოდ კომფორტსა და სასიამოვნო პროცესს უკავშირდება. 

ამის გათვალისწინებით, ვცდილობთ საუკეთესო სტომატოლოგიურ კლინიკებთან პარტნიორობითა და ჩვენი მხრიდან სწრაფი ანაზღაურების საშუალებით, სამედიცინო სერვისით სარგებლობა მხოლოდ კარგ გამოცდილებასთან ასოცირებული გახდეს. 

სწორედ ამიტომ, დაზღვეულებთან ურთიერთობისას ყურადღებას ვუთმობ ჩვენი მომსახურებით კმაყოფილების მაჩვენებელს და რაც მთავარია, ამ მაჩვენებლის მუდმივ ზრდას. 

ჩემთვის, ყოველი ახალი სამუშაო დღე არის ახალი გამოწვევა და მაქსიმალურად ვცდილობ თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს ანაზღაურების მიღებისას უმოკლეს დროში მივაწოდო ის შედეგი, რომლითაც კმაყოფილი და ბედნიერები იქნებიან. 

საქმე საკმაოდ კომპლექსურია. გარდა იმისა, რომ დაზღვეულის მოთხოვნილებები და სურვილები უნდა გავითვალისწინოთ, ასევე მნიშვნელოვანია პროვაიდერ კლინიკებთან ურთიერთობაც და მათი მხრიდან ჩვენთან პარტნიორობით კმაყოფილებაც. 

დღის ბოლოს, სწორედ ამ კრიტერიუმით ვაფასებ, თუ რამდენად კარგად ვიმუშავე და შევძელი თუ არა ჩემი შესაძლებლობების ოპტიმალურად გამოყენება.