სამოგზაურო დაზღვევა ჩატიდან გაუსვლელად

თიბისი დაზღვევამ ბიბოტი - დაზღვევის პირველი ბოტი შექმნა. დღეიდან,  შეგიძლიათ  სამოგზაურო დაზღვევა ჩატ ბოტის დახმარებით შეიძინოთ.

ბიბოტი Facebook Messenger -ში ცხოვრობს და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე ხელმისაწვდომია.

ბიბოტის დახმარებით შესაძლებელია შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის. ამისთვის საჭიროა, B Bot • ბი ბოტი facebook მესენჯერში მოძებნოთ და მიწეროთ, რომ დაზღვევის შეძენა გსურთ. ბოტი რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაგისვამთ და საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ დაზღვევის ღირებულებასაც ჩატიდან გაუსვლელად გადაგახდევინებთ. სამოგზაურო დაზღვევის პოლისს კი ელექტრონულ ფოსტაზე და სმს-ის სახით თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნით. 

ამის შემდეგ მშვიდად შეგიძლიათ იმოგზაუროთ და საზღვრის გადაკვეთისას დაზღვევის ელექტრონული პოლისი წარადგინოთ.

ბი ბოტი დაზღვევის პირველი ბოტია საქართველოში, ის მომხმარებლებს მასქიმალურ კომფორტს უქმნის და დროს უზოგავს.

http://bit.ly/tbcbibotბიბოტი ძალიან სწრაფად ვითარდება და სულ მალე შეძლებს სამოგზაურო დაზღვევის გარდა, სხვა სადაზღვევო პროდუქტებიც გააცნოს მომხმარებელს.

ესაუბრე ბი ბოტს: bit.ly/tbcbibot