ბლოგი

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

ჯანმრთელობაზე წინასწარ ზრუნვა გონივრული გზაა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან თავის ასარიდებლად. საკუთარი თავის დასაცავად თიბისი დაზღვევა შენს ბიუჯეტზე მორგებულ პროდუქტს გთავაზობს.
კრიტიკული დაავადებების დაზღვევა შენი ფინანსური და ფიზიკური კეთილდღეობისაკენ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. 



პროდუქტი 7 კრიტიკულ დაავადებას გულისხმობს:

•    ავთვისებიანი სიმსივნე ინვაზიურ  (II, III, IV სტადიები) და პრე-ინვაზიურ სტადიაზე (0 და I სტადია)
•    მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი
•    თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
•    აორტო-კორონარული (გულის) შუნტირება 
•    ინსულტი
•    დამბლა
•    სიბრმავე

სადაზღვეო ნაკრებისა და ლიმიტის შერჩევა თვითონ შეგიძლია - ამით კი დაზღვევის ყოველწლიური ღირებულებაც განისაზღვრება.

სადაზღვევო პოლისის გაფორმების შემდეგ, მოცდის 3-თვიანი პერიოდი აითვლება. ეს ნიშნავს, რომ 3 თვის შემდეგ, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, სწრაფად და მარტივად, სრულად მიიღებ დაზღვევით გათვალისწინებულ თანხას. 


კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სხვა უპირატესობებიც აქვს. რომელიმე კრიტიკული დაავადების აღმოჩენისას, თუკი მოინდომებ, თიბისი დაზღვევა დაგეხმარება, დაუკავშირდე პარტნიორ ამერიკულ კომპანიას - MEDIGUIDE. ამ შემთხვევაში, MEDIGUIDE-ი გადაგიმოწმებს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ნებისმიერი დიაგნოზსა და მკურნალობის გეგმას. თუ კლინიკას საზღვარგარეთ შეარჩევ, MEDIGUIDE-ი იქ ვიზიტში, განთავსებასა და მკურნალობაშიც შეგიწყობს ხელს.



კრიტიკული დაავადებების დაზღვევით აინაზღაურებ გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. რაც მთავარია, თუ არასრულწლოვანი შვილები გყავს, მათი დაზღვევა იდენტური პირობებით, დამატებითი თანხის გადახდის გარეშეც შეგიძლია.

კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეძენა შეუძლიათ 18-დან 61 წლამდე ასაკის ადამიანებს, ასევე თიბისი კონცეფტ კლიენტებს. შეიძინე ონლაინ: https://on.tbcinsurance.ge/critical-illness/apply/select-product