სიახლე

სიცოცხლის დაზღვევა - ახალი პროდუქტი

თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს ახალ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გამოიკვეთა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მზადყოფნას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის. 

სწორედ ამიტომ, დღეიდან შესაძლებლობა გაქვს შეიძინო სიცოცხლის ინდივიდუალური ან საოჯახო დაზღვევა. ამ გზით, უზრუნველყოფ საყვარელი ადამიანების ფინანსურ სტაბილურობას ყველაზე მნიშვნელოვან დროს.

სადაზღვევო პროდუქტი ადამიანის ბუნებრივი მიზეზით, ან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურების გაცემას გულისხმობს. თანხა გადაეცემა დაზღვეულის მიერ წინასწარ დასახელებულ მოსარგებლეს.

მნიშვნელოვანია, რომ დაფარვა ასევე ითვალისწინებს დაზღვეულისათვის ფინანასურ კომპენსაციას უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული დროებითი ან სრული შრომისუუნარობისას. 

სიცოცხლის დაზღვევის შეძენა 20-დან 53-წლამდე ადამიანებს შეუძლიათ. დაზღვევის ღირებულება კი ინდივიდუალურად გამოითვლება და დამოკიდებულია თქვენ მიერ შერჩეულ სადაზღვევო ლიმიტზე. 


შეარჩიე შენთვის სასურველი დაზღვევა.