ბლოგი

სიცოცხლის დაზღვევა - ბლოგი



ჩვეულებრივ, როცა მომავალს ვგეგმავთ, ნაკლებად ვფიქრობთ იმ ნეგატიურ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება ოდესმე თავს დაგვატყდეს. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს, მოლოდინი მხოლოდ კარგის გვაქვს. როცა სადაზღვევო პროდუქტების შერჩევას ვიწყებთ, ალბათ, ამიტომაც გვავიწყდება ის, რაც, სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანია - სიცოცხლის დაზღვევა. 

სიცოცხლის დაზღვევა, უბედური შემთხვევის დადგომისას, ფულად კომპენსაციას გულისხმობს. თუკი დაზღვეული ადამიანი გარდაიცვლება, სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხა სრულად გადაეცემა მის მიერ წინასწარ დასახელებულ მოსარგებლეს. იმ შემთხვევაში, თუ დროებით შეეზღუდება შრომისუნარიანობა, გაცდენილი დღეების შესაბამისად, დაზღვეული პირი ფულად კომპენსაციას მიიღებს.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტის შეძენით, ჩვენ ვაზღვევთ არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ ჩვენს შრომისუნარიანობასაც. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ინციდენტი მუშაობის უნარსა და ძალას წაგვართმევს, პოლისით განსაზღვრულ თანხას სწრაფად და მარტივად მივიღებთ. ფატალური უბედური შემთხვევისას, ფულად კომპენსაციას ჩვენი ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი აიღებს - ნებისმიერი, ვისაც, პოლისის გაფორმებისას, წინასწარ, მოსარგებლედ დავასახელებთ. 

დამატებით, შეგვიძლია, სიცოცხლის დაზღვევის საოჯახო ნაკრებიც შევიძინოთ. ამ შემთხვევაში, ვაზღვევთ ისეთ რისკებს, როგორიცაა მეუღლის ბუნებრივი ან უბედური შემთხვევით გარდაცვალება ან შვილების მოულოდნელი ინციდენტის შედეგად მიღებული ტრავმები.

როგორც ვხედავთ, ჩვენი სიცოცხლის დაზღვევით ვზრუნავთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ იმ ადამიანებზეც, ვინც ძალიან გვიყვარს. ერთი შეხედვით, მორიგი სადაზღვევო პროდუქტი, სინამდვილეში, წინდახედული ნაბიჯია საკუთარი ოჯახის ან საყვარელი ადამიანის დასახმარებლად მაშინ, როცა ამის გაკეთება თავად აღარ შეგვეძლება. 

სიცოცხლის დაზღვევის შეძენა შეუძლიათ 18-დან 53 წლამდე ასაკის ადამიანებს. თიბისი დაზღვევა ყველაზე მარტივ და მოქნილ სადაზღვევო ნაკრებს გვთავაზობს, პოლისის გაფორმება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.