ANGKOR - ჯუნგლებში აგებული ტაძრები

SIEM REAP არის კამბოჯის ერთ-ერთი ქალაქი. ეს ადგილი ორი წლის წინ მოვინახულე და აღფრთოვანებული დავრჩი მისი სილამაზითა და სიძველით.

ქალაქთან ახლოს, ჯუნგლებში, ათი წუთის სავალზე არის მიტოვებული ტაძრები - ANGKOR, რომელთა მოსანახულებლადაც 4 დღე დამჭირდა.

განსაკუთრებით აღფრთოვანებული დავრჩი TA PROHM-ით, რომელიც აგებულია მეთორმეტე საკუნეში და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.



მაიმუნები ქალაქში მრავლადაა. თან საყვარლები და თან საშიშები არიან, ამიტომ ფრთხილად უნდა იყო ხილი ან რაიმე ნივთი არ მოგპარონ.



ყველას ვუსურვებდი ამ ადგილის მონახულებას, განსაკუთრებით კი დილით, მზის ამოსვლისას, ირგვლივ სრული სიჩუმეა და ძალიან ლამაზია.



ელენე ეგოიანის მოგზაურობიდან