სიახლე

აგროდაზღვევა ფერმერებს 26 აგვისტოს მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს

2021 წელს თიბისი დაზღვევის პროდუქტმა, აგროდაზღვევამ, 2 მილიონ ლარამდე ზარალი აანაზღაურა, რაც 417 გაუთვალისწინებელი შემთხვევით იყო გამოწვეული. წლევანდელი მონაცემების თითქმის ნახევარი კი სწორედ წინა კვირაში მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგადაა მიღებული. 

26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა და გაანადგურა. მხოლოდ ამ სტიქიით მიყენებული ზარალიდან თიბისი დაზღვევა საკუთარი პროდუქტის, აგროდაზღვევის მეშვეობით, აანაზღაურებს 152 შემთხვევას, რომელიც მთლიანობაში 1 მილიონ ლარის ოდენობის იქნება.

თიბისი დაზღვევა 2019 წლიდან ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. მომხმარებელთან ურთიერთობის მანძილზე, კახეთში მომხდარი ბოლო სტიქიის ჩათვლით, ანაზღაურებადი თანხა 4,5 მილიონი ლარია.

აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც მიწა საჯარო რეესტრში აქვს რეგისტრირებული, დასაზღვევი ნაკვეთის ფართობი კი არ აღემატება 5 ჰექტარს (30 ჰექტარი მარცვლეულის შემთხვევაში). 

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვერ აკმაყოფილებ სახელმწიფო პროგრამის კრიტერიუმებს, შეგიძლია დააზღვიო ნებისმიერი ზომის მიწა თანადაფინანსების გარეშე.