ბლოგი

ალტერნატიული სამედიცინო აზრი (MSO)

სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან, სამწუხაროდ, დაზღვეული არავინაა. თუმცა, დაავადების ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა, საბენდიეროდ, თანამედროვე მედიცინის დამსახურებით, სრულად შესაძლებელია. მთავარია, ცხოვრებაში, ასეთი კრიტიკული მომენტის დადგომის შემთხვევაში, ყველაფრისთვის იყო ფინანსურად მზად. 

თიბისი დაზღვევის კრიტიკული და ონკოლოგიური დაავადებების სადაზღვევო პროდუქტები ფინანსურ, ფიზიკურ და ემოციურ თანადგომას ითვალისწინებს. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტების ერთ-ერთი უპირატესობა ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება (MSO), ანუ დიაგნოზის გადამოწმებაა. 

იმ შემთხვევაში, თუ კი კრიტიკული დაავადება დაგიდასტურდა, მიუხედავად მოცდის 3-თვიანი პერიოდისა, შეგიძლია, MSO სერვისით პირველივე დღიდან ისარგებლო. ეს ნიშნავს, რომ შენი სურვილის შემთხვევაში, თიბისი დაზღვევა დაგეხმარება, დაუკავშირდე პარტნიორ ამერიკულ კომპანიას - MEDIGUIDE. სწორედ MEDIGUIDE-ი გადაგიმოწმებს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ნებისმიერ დიაგნოზსა და მკურნალობის გეგმას.

ოფიციალური დასკვნის მოძიება ისეთ კლინიკებში შეგიძლია, როგორიცაა:

•    Harvard Medical School teaching hospitals – US;
•    Philadelphia International Medicine – US;
•    University of Pittsburgh Medical Center (UPMC) US;
•    Kings College of London – London, UK  და სხვა.

როგორც ხედავ, წინასწარ დაზღვეული დაავადებები სამომავლოდ შექმნილ არაერთ პოტენციურ პრობლემას აგარიდებს თავიდან. სადაზღვევო პროდუქტების შეძენა საშუალებას გაძლევს, კრიტიკული შემთხვევის დადგომისას, ფინანსურ საკითხებზე ფიქრის ნაცვლად, საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრო. 

კრიტიკული და ონკოლოგიური დაავადებების დაზღვევის შეძენა შეუძლიათ 18-დან 61 წლამდე ასაკის ადამიანებს, ასევე თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს.

დაზღვევის შესაძენად გადადი ბმულზე.