ბლოგი

მკურნალობის დაგეგმვა საზღვარგარეთ - NAVIGATOR

როცა საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება, რთულია, თანაბრად მიაქციო ყურადღება ემოციურ, ფინანსურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. ამიტომ ზოგჯერ, უმჯობესია, წინასწარ ვიფიქროთ პოტენციურ საფრთხეზე და უსიამოვნო მოვლენას მომზადებული შევხვდეთ. 

თიბისი დაზღვევის კრიტიკული და ონკოლოგიური დაავადებების სადაზღვევო პროდუქტები ყველა იმ ხელსაყრელ პირობას მოიცავს, რომელიც კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავებას გაგიმარტივებს. ერთ-ერთი ასეთი უპირატესობა საზღვარგარეთ მკურნალობის დაგეგმვაა.

რომელიმე კრიტიკული დაავადების აღმოჩენისას, შენი სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევა დაგეხმარება, დაუკავშირდე პარტნიორ ამერიკულ კომპანიას - MEDIGUIDE. სწორედ MEDIGUIDE დაგეგმავს შერჩეულ ქვეყანაში აუცილებელ პროცედურებს:

-    ტრანსპორტირება; 
-    აეროპორტში დახვედრა და გადაადგილება;
-    კლინიკასთან ახლომდებარე სასტუმროში დაბინავება;
-    კლინიკაში ვიზიტები და განთავსება;
-    მკურნალობის პროცესის მეთვალყურეობა;
-    დანიშნული მედიკამენტების შესყიდვის ორგანიზება;
-    საქართველოში დაბრუნების ორგანიზება.

თანამედროვე სამედიცინო მიღწევების წყალობით, დასაწყისშივე აღმოჩენილი არაერთი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. კრიტიკული ან ონკოლოგიური დაავადებების სადაზღვევო პროდუქტის შეძენით, დაავადების დიაგნოსტირებისას, თავიდან აირიდებ ფინანსურ და ბიუროკრატიულ პრობლემებს, ყურადღებას კი საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმობ.  

დაბოლოს, გახსოვდეს, რომ თუ არასრულწლოვანი შვილები გყავს, მათი დაზღვევა იდენტური პირობებით, დამატებითი თანხის გადახდის გარეშეც შეგიძლია - სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ასანაზღაურებელ ლიმიტს თანხა არ დააკლდება. 

კრიტიკული და ონკოლოგიური დაავადებების დაზღვევის შეძენა შეუძლიათ 18-დან 61 წლამდე ასაკის ადამიანებს, ასევე თიბისი კონცეფტის მომხმარებლებს.