ბლოგი

როცა მძიმე დიაგნოზს იგებ...

საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ მძიმე დიაგნოზის გაგება ყველასთვის რთული და შოკისმომგვრელი მოვლენაა. ამ დროს ადამიანები ხშირად კარგავენ მომავლის იმედს და პესიმისტური განწყობით აგრძელებენ ცხოვრებას, ბევრ მათგანს გამოკვლევებზე სიარული მძიმე დეპრესიული ფონის პარალელურადაც კი უწევს.

ბრაზი, წყენა, უიმედობა, სევდა - ეს იმ ემოციების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ადამიანს მისი ჯანმრთელობის შესახებ პრობლემური ინფორმაციის მიღებისას იპყრობს. თუმცა, მათ გამოხატვაში ცუდი არაფერია - პირიქით, პროფესიონალები გვირჩევენ, რომ ჩვენ მიერ განცდილი თითოეული ემოცია გარეთ გამოვუშვათ და გონებასა და სხეულს მათგან გამოთავისუფლებაში დავეხმაროთ.  

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ინფორმაციასთან გამკლავების საკითხი ინდივიდუალური და რთული პროცესია, მაინც არსებობს რამდენიმე ზოგადი რჩევა, რომელიც შენი დიაგნოზის გაანალიზებაში და მისგან გამოწვეულ ემოციებთან გამკლავებაში დაგეხმარება.

სოციალური ფსიქოლოგი ჯესი გრუმენი, რომელმაც სამი სხვადასხვა სახეობის სიმსივნე და, ამასთან, გულის დაავადებები დაამარცხა, გვირჩევს, რომ პირველ ეტაპზე არ მოვერიდოთ ტირილს, ბრაზისა და მწუხარების გამოხატვას, რათა „დაგუბებულმა“ ემოციებმა დეპრესიული ფონი არ გაგვიმძაფროს. პრობლემის იგნორირება და ემოციების დათრგუნვა არღვევს კომუნიკაციას არა მხოლოდ გარშემომყოფებთან, არამედ, საკუთარ „მე“-სთანაც კი. ადამიანი გაცილებით ჩაკეტილი ხდება და ცდილობს, მათი რეპრესირებით შენიღბოს პრობლემა. თუმცა, ემოციები, რომლებიც ორგანიზმიდან არ გამოთავისუფლდებიან, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ვლინდებიან და განწყობის გაუარესებასთან ერთად, სხვა დაავადებებადაც გარდაიქმნებიან. ამიტომ, დაუთმე დრო საკუთარი ემოციების იდენტიფიცირებასა და მათ გამოხატვას - მათგან გათავისუფლება დადებითად იმოქმედებს შენს განწყობაზე და, ამავდროულად, ფიზიკურ მდგომარეობაზეც.  

ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის იდენტიფიცირება და გაანალიზებაა. ამიტომ, შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგო შენი დიაგნოზის შესახებ - დასვი კითხვები, გაესაუბრე კომპეტენტურ ადამიანებს, დაიხმარე სამედიცინო ლიტერატურა და სანდო კვლევითი სტატიები. მნიშვნელოვანია, დეტალურად გაეცნო შენი მკურნალობის დადებით და უარყოფით მხარეებს, მაქსიმალურად იყო ინფორმირებული მისაღები მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ, რათა მოულოდნელმა გართულებებმა არასასურველი ემოციები ხელახლა არ გაგიმძაფროს.

მკურნალობის პროცესში არაერთი გვერდითი ეფექტი იჩენს თავს - სახსრების ტკივილი, ღებინება, ზოგადი სისუსტე და ძილიანობა - ეს ყველაფერი საკმაოდ შემაწუხებელია ყოველდღიურობაში და უარყოფითად მოქმდებს მენტალურ ჯანრმთელობაზეც, ამიტომ, ადამიანების გარკვეული ნაწილი სწორედ ასეთი წინაღობების შედეგად კარგავს იმედს და წყვეტს მკურნალობას. გახსოვდეს, რომ ექიმის დანიშნულების ბოლომდე მიყვანის გარეშე მკურნალობა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს და აქამდე მასზე დახარჯული დრო და ენერგიაც შესაძლოა, ფუჭი აღმოჩნდეს.  საკუთარ თავს შთააგონე, რომ მედიკამენტების მიღების შედეგად წარმოქმნილი შემაწუხებელი გვერდითი მოვლენები დროებითია და მათი დაძლევა მკურნალობის კურსის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარება. 

როგორც წესი, დიაგნოსტირების შემდეგ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მკურნალობას ადამიანები, მატერიალური სახსრების არარსებობის გამო, მალევე ვერ იწყებენ. მკურნალობის გადავადება კი, ორგანიზმში მიმდინარე არასასურველი პროცესების დაჩქარებასთან ერთად, უარყოფითად აისახება განწყობაზეც - გვიმძაფრებს შფოთსა და უიმედობის განცდას. 

„კრიტიკული დაავადებების დაზღვევა“, რომელსაც თიბისი დაზღვევა გვთავაზობს, ონკოლოგიური და 7 გავრცელებული დაავადებას ფარავს. მათ შორისაა:

- ავთვისებიანი სიმსივნე
- თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
- გულის ინფარქტი
- გულის შუნტირება
- ინსულტი
- დამბლა
- სიბრმავე

პოლისის შეძენიდან 90 დღის შემდეგ, აღნიშნული დაავადებებიდან ერთ-ერთის აღმოჩენის შემთხვევაში, სოლიდურ სადაზღვევო თანხას მიიღებ და, რაც მთავარია, დაზღვევა დამატებითი თანხის გადახდის გარეშე გავრცელდება მისი მფლობელის შვილებზეც, 1-დან 18 წლამდე. დასმული დიაგნოზის გადამოწმება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში და საჭირო მკურნალობის ორგანიზება, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოჩნდეს იმ პირობებში, როცა ადამიანები ნაკლებ ინფორმაციას ვფლობთ შესაბამისი სამედიცინო ცენტრების აღჭურვილობის, იქ მომუშავე ექიმების კვალიფიკაციის, წარსადგენი დოკუმენტაციისა და ზოგადად, მკურნალობის სრული პროცესის ორგანიზების შესახებ.