ბლოგი

ნესტან ნენე კვინიკაძე სიყვარულის შესახებ

შემიძლია ბევრი ვერსია ვთქვა, თუ  რა მგონია სიყვარული. მაგალითად, ის, რომ სიყვარული წვრილმანებისგან დაცლაა, საკუთარი  თავის გადალახვა და საიდუმლოსთან ძალიან ახლოს მისვლაა.
ესაა  საგანსა და სიტყვას შორის, წარმოსახვასა და სინამდვილეს შორის ყოფნა.  ეს ყოფნა აკუსტიკურიცაა და ვიზუალურიც. ზოგჯერ სასაცილოც.

ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე

ასევე, მგონია, რომ რამდენ ამბავსაც არ უნდა მოვჰყვეთ, ყველაზე მეტად, სხვებს მაინც ჩვენი სასიყვარულო ამბები აინტერესებთ. ეს გასაგებია, რადგან სიყვარულზე ძვირფასი და საინტერესო არავის არაფერი აქვს.

კიდევ ბევრი რამეა… მაგრამ როცა თვალებს ვხუჭავ და სიყვარულის მდგომარეობას წარმოვიდგენ, მხოლოდ გალაკტიონის ამ სცენას ვხედავ: “მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშავანგები”. 
ასეთი ძვირფასი არასოდეს არაფერი მინახავს.