ბლოგი

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - 4 თებერვალი

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანებში სიმსივნური დაავადებების მიმართ ცნობიერების ამაღლებაა. ეს დღე 2000 წლიდან აღინიშნება და ყოველწლიურად სხვადასხვა მიზანს ემსახურება. 2022 წლის კამპანიის სლოგანია -  “Close the Care Gap” 

წლევანდელი კომუნიკაცია მიზნად ისახავს, აღმოიფხვრას ის დაბრკოლებები, რომელიც დიაგნოსტირებას და მკურნალობას უშლის ხელს. ამისათვის აუცილებელია, გაიზარდოს ცნობიერება სკრინინგის, ადრეული დიაგნოსტიკის და სიმსივნური დაავადებების მკურნალობის მიმართ.

კიბოს შემთხვევათა ერთი მესამედის პრევენცია წინასწარ არის შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა ინფორმაციის სწორი გავრცელება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. კიბოს პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია რეგულარული სკრინინგი, რადგან საწყის პერიოდში ჯერ კიდევ შესაძლებელია ფარულად მიმდინარე კიბოს და ადრეულ ეტაპზე მყოფი ნიშნების ამოცნობა. ეს კი საშუალებას იძლევა, თავიდან ავირიდოთ დაავადების მანიფესტაცია.

საქართველოში ეროვნული სკრინინგ ცენტრი 2008 წელს დაარსდა და დღევანდელი მონაცემებით, სკრინინგის პროგრამის მეშვეობით, 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მომსახურება. ამ პროგრამის დახმარებით, ადრეული დიაგნოსტიკის გზით სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია ხდება. მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, მიზნობრივი მოსახლეობის ჩართულობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.
 

“იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის ექიმები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, თიბისი დაზღვევამ გადაწყვიტა ოჯახის ექიმების გადამზადება იმისათვის, რომ პაციენტებს უფრო აქტიურად მიაწოდონ ინფორმაცია სკრინინგ პროგრამის შესახებ.”

- თიბისი დაზღვევა.

“თიბისი დაზღვევა პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც სკრინინგ ცენტრთან გააფორმა მემორანდუმი და გამოხატა სურვილი ჩაერთოს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მიზანიც დაავადებათა ადრეული გამოვლენაა.”

- საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრი.
 

სიმსივნური დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ სწორი და დროული მკურნალობა უმნიშვნელოვანესია. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევის კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ₾100,000-მდე ფინანსურს მხარდაჭერას გულისხმობს, მომხმარებელი კი თავად განკარგავს თანხას. ასევე, დაზღვეულს შესაძლებლობა აქვს გადაამოწმოს დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში და დაგეგმოს მკურნალობა საზღვარგარეთ. კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეძენისას, დამატებითი გადასახადის გარეშე, მომხმარებლის შვილებიც დაზღვეულები იქნებიან.