სიახლე

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები თიბისი დაზღვევისგან ჯანმრთელობის დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი დაზღვევა, კლინიკა “რეიმანთან” ერთად, მხარს უჭერს უკრაინელებს. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა “რეიმანი” გაუწევს.

სადაზღვევო პოლისი მოიცავს ყველა იმ დაფარვას, რომელსაც თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს + სრული ამბოლატორიული მომსახურება კლინიკა “რეიმანისგან”: 

  • სასწრაფო დახმარება
  • გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია (მხოლოდ კლინიკა “რეიმანში”)
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება
  • გადაუდებელი სტომატოლოგია
  • კოვიდ-19-თან დაკავშირებული მომსახურება.

უკრაინაში არსებული მდგომარეობის ფონზე, გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და ჩვენი რესურსები მოვახმაროთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. ისინი უფასოდ მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას.” - თიბისი დაზღვევა.

Слава Україні! Героям слава!

თუ ხარ უკრაინის მოქალაქე, გადადი ბმულზე და მიიღე დაზღვევა.