ბი ბოტის დახმარებით უკვე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა შეგიძლია

ბი ბოტს ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ბოტთან გასაუბრებით შეუძლია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დაზღვევაა მძღოლებისათვის და იმ შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ამ ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს.




ბი ბოტით დაზღვევის შეძენა ფეისბუქ მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. პოლისს მომხმარებელი ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს და მას ვადა ერთი წლის განმავლობაში ექნება.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლებიც წლიური გადასახდელი თანხით და ასანაზღაურებელი ლიმიტით განსხვავდება:

  • წელიწადში 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ანაზღაურდება 5000 ლარი;
  •  წელიწადში 100 ლარის შემთხვევაში ანაზღაურდება 10 000 ლარი;
  • წელიწადში 150 ლარის გადახდის შემთხევაში 25 000 ლარი;

ამ ეტაპზე ბი ბოტის საშუარებით სამოგზაურო და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი.