სიახლე

მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის

ბაზარზე შესვლის დღიდან თიბისი დაზღვევა ახალ სტანდარტებს ნერგავს. ჩვენ შევქმენით ყველა ის პროცესი და ეკოსისტემა, რომელმაც დაზღვევა უფრო სწრაფი, მარტივი და ციფრული გახადა. ჯანმრთელობის დაზღვევა 3 წლის წინ ჩავუშვით - დღეს კი, მომხმარებელს საუკეთესო დაზღვევას ვთავაზობთ.

პანდემიამ და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასეთ გარემოში რთულია შეინარჩუნო ემოციური სტაბილურობა და განაგრძო სრულფასოვანი ცხოვრება.

“ჩვენ გვჯერა, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევას დავამატოთ მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა, რისი მეშვეობითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, იზრუნოს საკუთარ ემოციურ სტაბილურობაზე.” - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

თიბისი დაზღვევამ, ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი დაფარვა დაამატა - მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის. ეს სიახლე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს 50%-იანი თანაგადახდით ფსიქოთერაპევტთან და ფსიქიატრთან კონსულტაციაზე წელიწადში 5-ჯერ.

მომხმარებელი ამ ეტაპზე მომსახურების მიღებას 3 კლინიკაში შეძლებს: “დიალოგი”, “კამარა” და “მენტალ ჰაბი”. კონსულტაციის მიღება შესაძლებელია თიბისი დაზღვევის აპში მიმართვის მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის დახმარებით.

გისურვებთ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას!