სიახლე

ყვლზ სწრფ ავტდზღვვ

ყოველდღიურად ვაწყდებით უამრავ საქმეს, დავალებას ან სიტუაციას, რომელიც გვეჩვენება, რომ სამუდამოდ გრძელდება და არასდროს მთავრდება. ასეთ დროს, ალბათ, ყველა ვნატრობთ ღილაკზე, რომლის დაჭერის შემთხვევაშიც, ამ ყველაფერს სწრაფად გადავახვევთ და თავიდან ავირიდებთ ამ არასასიამოვნო მომენტებს. სწორედ ასეთი ნელი პროცესებისგან თავის დასაღწევად თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ყვლზ სწრფ ავტდზღვვს სთავაზობს და ასე უმარტივებს მათ ცხოვრებას.

წარმოიდგინე, შენი დღის გეგმა უკვე ზუსტად გაქვს გაწერილი. ამ დროს კი, შენს ავტომობილს სადაზღვევო შემთხვევა გადახდა თავს. შენ არ გინდა, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, შენი განრიგი დაირღვეს. რას აკეთებ ამ დროს, როგორ აგვარებ პრობლემას ყვლზ სწრფდ? საუკეთესო გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან თიბისი დაზღვევის საუკეთესო ავტოდაზღვევაა. 

სადაზღვევო შემთხვევისას შენ შეგიძლია თიბისი დაზღვევის აპით მარტივად დაასურათო ავტომობილი, უსწრაფესად აინაზღაურო ავტომობილის დაზიანების ხარჯი და განაგრძო შენი საქმეების კეთება, დროის დაკარგვის გარეშე. 

ზარალის ანაზღაურების გარდა, აპის მეშვეობით, შეგიძლია ისარგებლო სხვა სადაზღვევო სერვისებითაც, მაგალითად: გადაიხადო ყოველთვიური პრემია, დაამატო უფლებამოსილი მძღოლი, იხილო პოლისის დეტალები და მოითხოვო რეცხვის ვაუჩერი. 

თიბისი დაზღვევა არა მხოლოდ ავტოდაზღვევით სარგებლობას ამარტივებს, არამედ ადამიანებს დაზღვევის შესაძენად სწრაფ მომსახურებასაც სთავაზობს. ავტომობილის დაზღვევა სრულად დისტანციურადაა შესაძლებელი თიბისი დაზღვევის წარმომადგენელის, ON.TBCINSURANCE.GE-ის ან B BOT-ის მეშვეობით. 

ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება და მათთვის ასეთი სადაზღვევო სერვისების შეთავაზება საბოლოო ჯამში ქმნის ყვლზ სწრფ მომსხრბს, რომლის მთავარი შემოქმედიც თიბისი დაზღვევის გუნდია