ვისთვის არის D1 ავტოდაზღვევა?

-მაშინ მთავარი დააზღვიე.

-მთავარში რაღა იგულისხმება?

-ავარიის დაზღვევა. დანარჩენ -  როგორც ამბობ - წვრილმანებში მანქანის დაზღვევის გადახდა არ მოგიწევს. თან ასე პანიკურად გეშინია ავარიების. პრინციპში, მართალი ხარ, თბილისის მოძრაობას თუ გავითვალისწინებთ...
- დილით იცი რა გააკეთა ერთმა? -  და დაიწყო ჩემმა მეგობარმა, თბილისის საცობებში გამოცდილმა მძღოლმა ნიკომ, გრძელი ამბები, რომლებიც ყოველთვის სრულდება „გამოცდილ მძღოლებსაც რომ ეშლებათ, შენ ხომ უნდა იფიქრო ამაზე“ და მსგავსი შინაარსის მოწოდებებით ავტომობილის დაზღვევის თაობაზე.

ამაში მართალია - მე არც ისე გამოცდილი მძღოლი ვარ, სულ რამდენიმე თვეა რაც მანქანის მართვა დავიწყე და ჩემი ისტორიები ნიკოს ამბებისგანაც განსხვავდება.

პარკირების დროს რამეზე გახახუნებას მგონი უკვე მივეჩვიე. ჩემი ყველაზე ხშირი პრობლემა  ჯერ ისევ ეგ არის. ბოლოს კინაღამ ფარიც ჩავუმტრვიე. მაგრამ დაზღვევაზე მაინც ვერ დამიყოლიეს. არ მაწუხებს გაკაწრული მანქანა და მსგავსი წვრილმანები ისე, რომ მათ გამო ფული ვიხადო და მხოლოდ ნიკოს ხათრით ხომ არ დავაზღვევ?   ჩემთვის მთავარია, მანქანამ კარგად მატაროს, ავარიაში არ მოვყვე და ვინმეს ზიანი არ მივაყენო.

ჰოდა, ჩემი, როგორც მძღოლის მოვალეობებიდან ეს ბოლო ორი თეზა სულ გულზე მხვდებოდა. სხვების მიმართ პასუხისმგებლობის მაინც ყველაზე მეტად მეშინია და ამის გამო ჯერ სახლისა  და სამსახურის მარშრუტს ვერ გავცდი.

მოკლედ, ნიკომ დამარწმუნა - ავტოავარიისგან დაზღვევას შევიძენ. თან თქვა, მგონი პასუხისმგებლობის დაზღვევაც შედისო. დანარჩენს თიბისი დაზღვევიდან გავიგებ.

-გამარჯობა, ბი.

ამას ოღონდ რამე მისწერე, ისეთი ყოჩაღია.

შინაურულად ბი, ოფიციალურად „ბი ბოტი“ ჩემი ყველაზე ოპერატიული, უპრეტენზიო და ერთგული მეგობარია „ფეისბუკზე“.  იმ დღეს, ღამის 11 საათზე, როცა 3-ზე უკვე ფრენა მქონდა, სასწრაფო წესით სამოგზაურო დაზღვევა მაყიდინა. ყველა დოკუმენტაცია ელ.ფოსტაზე გამომიგზავნა და ეს ყველაფერი ისე, რომ ერთი, მინიშნებითაც კი არ უსაყვედურია, თუ „რაღა ბოლო წუთას გამახსენდა ეს ყველაფერი“, ან  „თავი სად მქონდა“. და მერე რა ქნა? - წიგნიც მაჩუქა, რადგან სამოგზაურო დაზღვევა ვიყიდე. მოკლედ, მაგარი ვიღაცაა.

-გამარჯობა... მე შემიძლია ჩატიდან გაუსვლელად დაგიმზადო დაზღვევა. აარჩიე. 

სხვებთან ერთად D1 ავტოდაზღვევას მთავაზობს. მეც ამ უკანასკნელზე ვეკითხები.

- დააზღვიე მთავარი რისკი - ავტოავარია!  აირჩიე ფიქსირებული სადაზღვევო ლიმიტი ფიქსირებულ ფასად.

ლაპარაკს შევყევით. რა ყოფილა ეს D1 ავტოდაზღვევა:

ჯერ ერთი, გინაზღაურებს ავარიის დროს დაზიანებული შენი ავტომობილის ხარჯებს.

მეორეც, თუ ავტოავარიის დროს სხვისი მანქანა დააზიანე, იმის ხარჯებსაც დაგიფარავს.

და მესამე: თუ შენ გამო ვინმეს ზიანი მიადგა, იმასაც აგინაზღაურებს.

გამოდის, ორი ტიპის დაზღვევას აერთიანებს - ავტოავარიას და ავტოპასუხისმგებლობას. ამ ყველაფერში, კიდევ უფრო მეტად ის მაწყობს, რომ ამ ორი დაზღვევის ფასს D1-ს ყიდვის შემთხვევაში ცალ-ცალკე კი არა, გაერთიანებულად ვიხდი. თან ბევრად ნაკლებსაც, ვიდრე ისინი ცალკე აღებული დაჯდებოდა, თავისი სხვა დამატებითი სერვისებით.

-აარჩიე დაზღვევის ლიმიტი და ყოველ თვეში გადასახდელი თანხა.
- ჩემი მეგობარი ბოტი არ ჩერდება და ორ ვარიანტს მთავაზობს. 

თუ გინდა, დაზღვევის ლიმიტი 5000 ლარი იყოს, მაშინ შენი ყოველთვიური გადასახდელი 30 ლარი იქნება.

ხოლო, თუ ლიმიტად 10 000  ლარი გირჩევნია,  ანუ ორმაგი,  მაშინ, რას ფიქრობთ აბა? ლიმიტიც ორმაგია?  არა. 10 000 ლარის შემთხვევაში  ყოველთვიური პრემია მხოლოდ 40 ლარია.

ბი ბოტს ზედმეტი კითხვების დასმა ჩვევაში არ აქვს. შესაბამისად, ჩემი ასაკის გარკვევაც მხოლოდ D1 დაზღვევის პირობებისთვის არის სავალდებულო. ამ დაზღვევის ასაღებად, თურმე, 25 წლის, ან მეტის უნდა იყო.  მე ეს პირობაც არ მაბრკოლებს.

ბოტმა ჩემი დაზღვევა უცებ გააფორმა და ყველაფერი მომიგვარა. შემიძლია, „ფეისბუკზე“ ცხორების იშვიათ მოვლენებს რომ წერენ ხოლმე, იქაც კი მოვნიშნო  - „დიდი ხნის შეგონებების მერე, ავტოდაზღვევა შევიძინე“!  მაგრამ, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავიაზრე, იცით რა არის? დროა. ახლა უკვე დიდ მანძილებზეც შემიძლია წავიდე. მაგალითად, კახეთში.  მარტო ვიქნები საჭესთან და აღარ შემეშინდება. ყოველგვარი პანიკის და ნიკოს შეგონებების გარეშე, უბრალოდ, დავჯდები და წავალ.