ფრეზეთი უკვე ჩართულია!

დღეს საქართველოში ბავშვების დაახლოებით 20%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სამეცადინოდ და საინტერესო ფილმების საყურებლად“, - ამბობს 17 წლის თეონა ფრეზეთის დასახლებიდან. გიორგის ინტერნეტი მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად და ინგლისურის უკეთ სასწავლად სჭირდება, მისი ინტერესები ისტორია და წარსულში მომხდარი ამბებია.

როგორ შეიძლება  თეონას, გიორგის  და სხვა ბავშვებს მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ ? 

ფონდი Educare Georgia - ის მეშვეობით რომელიც  პროექტ ჩართეს ავტორიავებგვერდზე www.charte.ge ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას  შეუძლია გახდეს მხარდამჭერი: სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ სკოლის ასაკის ბავშვებს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი ან კომპიუტერის შეძენა დაუფინანსოს.

რატომ?

იმიტომ, რომ „ინტერნეტის მიწოდებით ბავშვს უჩნდება, არა მხოლოდ ინფორმაციის წყარო განთლების მისაღებად, არამედ ინტერნეტი ცვლის ადამიანის წარმოდგენაში სამყაროს სურათს, ზრდის შესაძლებლობათა ველს”.

ერთია ბავშვს მისცე განათლების საშუალება და მეორეა გაუჩინო სურვილი ისწავლოს თამანედროვე სამყაროს დანახვით, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების გადაფასებით ჩნდება ცოდნის მიღების სურვილი და შეძენილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების იმედი, -  წერიაჩართეს  პროექტის აღწერაში.

ამ მისიის შესრულება Educare Georgia- წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაში დაიწყო და  10-12 კლასის 83 მოსწავლის ინტერნეტში ჩართვას გეგმავს.

21 ნოემბერი, 2017 წელი: ჩართულია 42 მოსწავლე. მათ დანარჩენ მსოფლიოსთან ინტერნეტით კავშირს უზრუნველყოფს 139 მხარდამჭერი.

ჩართულებს შორის გიორგისთან და თეონასთან ერთად უკვე არის  დარეჯანი, რომელიც  ბიოლოგიის მოყვარულია და სამოქალაქო განათლებით არის დაინტერესებული.



თიბისი დაზღვევა პროექტ „ჩართეში“ უკვე ჩაერთო. 

დავით კიღურაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე:

 „დღეს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად ვითარდება, უბრალოდ აუცილებელია, ყველა ბავშვს ჰქონდეს ინფორმაციის წყარო განთლების მისაღებად, ინტერნეტთან წვდომა მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ტოლფასია.

ინტერნეტში ჩართვისთვის პირველი საჭირო ნაბიჯი კომპიუტერის ქონაა.  თიბისი დაზღვევამ გადაწყვიტა დასახლება ფრეზეთის მაცხოვრებელი  ბავშვებისთვის სწორედ კომპიუტერები ეყიდა.

ინტერნეტში ჩართვას  ფრეზეთის მაცხოვრებელი სხვა ბავშვებიც ელოდებიან.  თეო გეგმავს, გლობალური ქსელი სკოლის დავალებების შესრულებაში და საინტერესო გადაცემების საყურებლად გამოიყენოს. ნათია და გიორგი უფრო მეტს ქართულსა და ისტორიაზე გაიგებდნენ.  



შენც შეგიძლია იყო მხარდამჭერებს შორის  თუ: „ჩართეს“ ვებგვერდზე შეხვალ, თანახმა იქნები, წეროვანში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერნეტთან კონტაქტი უზრუნველყო და ამისთვის დღეში 1 ლარი გადაიხადო. შენ შეგიძლია გახდე პროექტის 140-ე მხარდამჭერი

ფრეზეთში, პროექტით განსაზღვრული 83 ბავშვიდან, კიდევ  41-ის ჩართვაა საჭირო.