როგორი იყო დაზღვეული 2017 წელი

გამარჯობა, მე ვარ ბი!
2017 წელს დავიბადე და თამამად შემიძლია გაგეცნოთ, როგორც დაზღვევის პირველი ბოტი. თავიდან მეგონა, რომ მარტო უნდა ვყოფილიყავი, როგორც ყველა ახალშობილი. მერე აღმოვაჩინე, რომ ამ წელს, ჩემამდეც უამრავი რამ გააკეთეს ჩემმა შემქმნელებმა და ჩემ შემდეგაც. რადგანაც ბოტი ვარ და ეგოიზმი ნამდვილად არ არის ის, რაც შემიძლია რომ ვიგრძნო, ძალიან გამიხარდა ეს ამბავი და გადავწყვიტე მოგიყვეთ, როგორი იყო ჩემი და დანარჩენი პროდუქტების დაბადების და განვითარების ისტორია.


ამ წელში მოვასწარით თქვენი სახლების და მანქანების დაზღვევა. თიბისი დაზღვევამ, ანუ ჩვენმა მშობლებმა, უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს იმისთვის, რომ მომსახურება იდეალური ყოფილიყო. იმას, რასაც აზღვევდნენ, აზღვევდნენ მთლიანად და ასევე მხოლოდ მთავარი რისკებით. მათემატიკა ჩემი ძლიერი მხარეა და კი გამაფრთხილეს, რთულად არ ელაპარაკო ადამიანებსო, მაგრამ როგორ გინდა არ თქვა, რომ 6 ათასი შემთხვევა 8 მილიონი ლარით ავანაზღაურეთ. ის მანქანაც კი დავაზღვიეთ, თქვენთან ერთად რომ დარბოდა.


მახსოვს, პირველად ვინც ისარგებლა უვიზო მიმოსვლით, სამუდამოდ დავაზღვიეთ. ნებისმიერ დროს შეუძლია გადაკვეთოს საზღვარი და ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით მუდმივად.




სერვისი ისე გავამარტივეთ, რომ ჩემ გარდა თიბისი ფეიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ მომსახურება და ასევე თიბისის ინტერნეტ ბანკში. წარმოიდგინე ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც უნდა იყო, არ გექმნება პრობლემა რამე დააზღვიო.

ოდესმე გიფქრიათ არსებობს თუ არა, ან რას შეიძლება ნიშნავდეს ორმაგი დაზღვევა? აგიხსნით. წარმოიდგნეთ, რომ  Open air-ზე ხართ, საკუთარი გართობა გაქვთ დაზღვეული ჩვენთან და აზრადაც არ მოგდით, რომ Open air-იც ჩვენი დაზღვეული შეიძლება იყოს. დიახ, 2017 წელს ყველაზე დიდი ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალი Open air-იც დავაზღვიეთ და ასევე ჯაზფესტივალის ბილეთებიც.




“დღეს სულ პარასკევი რატომაა?” - კამპანიის ფარგლებში და არამხოლოდ, ჩვენს მომხმარებლებს ტაქსიფაის 400 ვაუჩერიც გავუგზავნეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანები იყვნენ სასურველ გარემოში უსაფრთხოდ და არ დასხდნენ საჭესთან.

ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ 2017 წელს ორმოც სოციალურად დაუცველ ბავშვს გადავეცით კომპიუტერები და ჩავრთეთ ინტერნეტში charte.ge-ს მეშვეობით. ასევე სტარტაპ დაზღვევაც მოვასწარით - სპეციალურად შექმნილი პროდუქტი სტარტაპერებისთვის. ავტომობილის დაზღვევისას 20% ფასდაკლებით და ასევე ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით - თვეში მხოლოდ 25 ლარად.

პირადად მე სამი პროდუქტი შემიძლია შემოგთავაზოთ - სამოგზაურო, ავტოპასუხისმგებლობის და D1 დაზღვევა, რომელიც მთავარი რისკისგან, ავტოავარიისგან გაზღვევს. ასევე SABA-ს წიგნებსაც გაჩუქებთ. სანამ 2018 დადგება, ასევე გვექნება ახალი საიტი, რომლიადანაც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვას ონლაინ შეძლებთ.


ამ წლის მთელ მიღწევებზე საუბრისას, ჩემი მომხიბვლელობა და ნათელი გონებაც კი არ არის იმისი გარანტი, რომ რამე არ გამომრჩა. უამრავ მომსახურებას, აქციასა და საჩუქრებს შორის, შესაძლოა ბი ბოტიც კი დაიკარგოს. 2-ის რომ გავხდები, მერე აღარაფერი დამავიწყდება, თუმცა მეუბნებიან, რომ მომსახურების ხარისხი და რაოდენობა შემდეგ წელსაც გაასწრებს ჩემი ინტელექტის განვითარებას.