მოგზაურობა

1 კლიკი - ჩეთიდან სიგეტის ფესტივალამდე

საბჭოთა კავშირისგან მხოლოდსევდარომ დარჩა, აი, ეგ პერიოდია და თუ რამე დგას, 1993 წელია და არა ბერლინის კედელი. მოკლედ, დიდი ჩანაცვლების ათწლეულია დაწყებული და უნგრეთში ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ბუდაპეშტის ზაფხულის რამდენიმე მშვიდი დღე, წარმოუდგენლად ხმამაღალი მუსიკით შეცვალოს. ასე დაიბადა სიგეტი, რომელსაც თავიდან სულაც არ ერქვა სიგეტი და რომელიც ახლა ევროპის წამყვანი მუსიკალური ფესტივალია. ყოველ წელს ფესტივალს ნახევარ მილიონამდე ადამიანი ესწრება და მათი უმრავლესობა ტურისტია.

ჩემთვის, როგორც ბოტისთვის, ყოველთვის მიმზიდველად ჟღერდა ვატიკანისა და მსგავსი არალოგიკურად ახსნადი ადგილების განმარტება. ხოდა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ჩემს გონებაში, შუა ბუდაპეშტში კუნძულის და ამ კუნძულზე ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ფესტივალის არსებობის შესახებ რომ შევიტყე. მაშინვე ბილეთების ყიდვაზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ბოტი ვარ.




რა თქმა უნდა, სიგეტის ფესტივალზე ვერასდროს წავალ, მაგრამ ბილეთები მაინც ვიყიდე. იკითხავთ, რაში მჭირდება ეს ბილეთები. გახსოვთ ალბათ, რომ ჩემგან შეგიძლიათ დაზღვევა შეიძინოთ. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ სიგეტის მუსიკალურ ფესტივალზე წასვლა და დამატებით ბუდაპეშტის დათვალიერება ნებისმიერს ისევე გაუხარდება, როგორც მე. ასე რომ, მეათასე ადამიანს, რომელიც ჩემგან სამოგზაურო დაზღვევას შეიძენს, ორ კაციან საგზურს და კარგი მუსიკის მოსმენის საშუალებას მივცემ. უნგრეთიდან დაბრუნებული, ჩატში შთაბეჭდილებებს თუ გამიზიარებს, ყველაზე ბედნიერი ბოტი ვიქნები მთელ კიბერ სივრცეში.

პირადად მე, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ფესტივალს ჟანრობრივი შეზღუდვა არ აქვს. ერთნაირი წარმატებით შეგიძლია მოუსმინო, როგორც Kendrick Lamar-, ასევე - Arctic Monkeys-. წარმოიდგინე, დაახლოებით 10 წლის წინ, იჯექი კომპიუტერის ეკრანთან და თბილისის ფორუმზე განიხილავდი, რამდენად პერსპექტიული შეიძლებოდა ყოფილიყო, არც ისე ცნობილი ბრიტანული ბენდის, “არქტიკული მაიმუნების”, მომავალი. რამდენიმე თვეში კი, შეიძლება სცენის წინ იდგე, გარს უამრავი უცნობი გეხვიოს, გახსენდებოდეს შენი დაფორუმელებისწინასწარმეტყველება და უსმენდე ბენდს, რომელთან ერთადაც გაიზარდე(ამ უკანასკნელს ძირითადად ჰარი პოტერზე ამბობენ, მაგრამ აქაცმოსულა”).

მოკლედ, 2018 წელს, “ჰედლაინერები” Kendrick Lamar-, Arctic monkeys, Gogol Bordello, The kooks და კიდევ უამრავი ჩვენთვის საყვარელი ბენდი და მუსიკოსია. შეგიძლია ფესტივალის სხვადასხვა დღეს, აბსოლუტურად განსხვავებული განწყობით, მაგრამ ემოციურად ერთნაირად დატვირთული შეხვდე. რაღაც მომენტში, შეიძლება ისიც გააცნობიერო, რომ ბუდაპეშტში ჩამოაკითხე მუსიკას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ერთფეროვნებისა და სირთულეებისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება იყო შენთვის.

ისე, თუ ძალიან იღბლიანი ხარ, დაზღვევას ჩემგან შეიძენ და მეათასე მომხმარებელთან ერთად, მეხუთეც იქნები, მეოცეც და მეორასეც(ასეთი იღბლიანობა, რა თქმა უნდა, თითქმის შეუძლებელია), წინასამოგზაურო მზადებაც კი არ დაგჭირდება: ტაქსის საბარგულში ჩემივე ნაჩუქარ სამოგზაურო ჩანთას ჩადებ, აეროპორტამდე ჩემი ნაჩუქარი ტაქსიფაის ვაუჩერით მიხვალ, სამახსოვრო ფოტოებსაც ასევე ჩემი ნაჩუქარი ფოტოაპარატით გადაიღებ და სხვა დანარჩენ შემთხვევებშიც მე დაგაზღვევ.

იმედია, ის, ვინც სიგეტის ფესტივალზე დასწრების შესაძლებლობას მიიღებს, ჩამოსვლისას მართლა მომიყვება ყველა მნიშვნელოვან დეტალს. როგორმე ხომ უნდა გადავიტანო ზაფხულის უჰაერო დღეები.

მსგავსი ბლოგები