მოგზაურობა

აპლიკაციები, რომლებიც მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარება

მოგზაურობის დაგეგმვა და მისი ზუსტად განხორციელება საკმაოდ რთულია. ამ დროს მეგზური აპლიკაციის სწორად შერჩევა განაპირობებს იმას თუ სად დარჩები, დაზოგავ თუ არა დროს და ფულს, რომელიმე ფრენის არჩევისას და ა.შ.
  ამ ბლოგის დახმარებით შენ შეგიძლია მიიღო ინფორმაცია ისეთი აპლიკაციების შესახებ, რომლებიც უფრო გაგიმარტივებენ უცხოეთში მოგზაურობას. 
 

Skyscanner - ამ აპლიკაციის საშულაებით შეგიძლია ნახო შენთვის ხელმისაწვდომი ფრენები უახლოესი აეროპორტიდან, სასტუმროები და სამგზავრო ავტობუსები. მას ასევე აქვს ალერტის ფუნქცია, რომელიც გატყობინებს ფასების ცვლილებას.

Hopper – 2016 წლის Google Play-ის გამარჯვებული აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც შეგიძლია წინასწარ ნახო 1 თვის რეისები და მათი ფასები. მას აქვს შეტყობინების ფუნქცია და პერიოდულად გახსენებს იაფი ფრენების შესახებ, რომლის საშუალებითაც შენ შემდეგ ფრენაზე 40%-ით ნაკლების დახარჯვის შესაძლებლობა გაქვს. ამ აპლიკაციის საშუალებით 1 წუთზე ნაკლებ დროში შეგიძლია ფრენის დაჯავშნა.

Hotel Tonight - მოგზაურობის დროს ბევრი პრობლემა შეიძლება შეგექმნას, მაგალითად დაიგვიანოს თვითმფრინავმა ან გადაიდოს რეისი, რამაც შეიძლება შენი სასტრუმროს ჯავშნის გაუქმება გამოიწვიოს. ეს პროგრამა მსოფლიოში უამრავი სასტუმროს პარტნიორია, მისი საშუალებით შენ შეიტყობ შესაბამისი ლოკაციის და სასტუმროს თავისუფალი ნომრების შესახებ და რამოდენიმე წამში მარტივად დაჯავშნი მას.

Citymapper - თუ პირველად ხარ რომელიმე ქალაქში, ეს აპლიკაცია დაგეხმარება სასურველი ტრანსპორტის პოვნაში, დაწყებული მეტროდან დამთავრებული მატარებლით. ის ასევე დაგეხმარება, მაქსიმალურად მცირე დროში სასურველ ლოკაციაზე მოხვედრაში.

Packpoint - სამოგზაუროდ წასვლამდე ალბათ ხშირად დაგისვამს შენი თავისთვის კითხვა „რამე ხომ არ დამრჩა ?“ შენ შეგიძლია ამ პროგრამაში მიუთითო იმ ადგილის ლოკაცია და პერიოდი, სადაც მიემგზავრები. Packpoint განსაზღვრავს ამინდს და გირჩევს წასაღებად საჭირო ყველა ნივთს, რომლებიც შეგიძლია მოინიშნო ბარგში მოთავსების შემდეგ.

XE Currency - ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი აპლიკაციაა, სადაც შენ შეგიძლია ნახო სხვადასხვა ვალუტები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვალუტის ცვლილება ავტომატურად აისახება პროგრამაში.

Yelp - აქ შენ შეგიძლია ნახო ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა კვების ობიექტეებზე, რომელსაც თან ახლავს მოკლე მიმოხილვა, მენიუ და საკონტაქტო ნომერი.

Duolingo - თუ მოგზაურობა რამოდენიმე თვით ადრე დაგეგმე, შენ შეგიძლია მარტივად შეისწავლო იმ ქვეყნის სალაპარაკო ენა, სადაც მიდიხარ. შენ შეგიძლია ასევე არამარტო Beginner-level კურსების გავლა, არამედ ამ ენის უფრო გაღრმავება. ამ პროგრამის ერთ-ერთი ფუნქცია ბოტთან საუბარია, რომლის საშუალებითაც შეგიძლია შეისწავლო შესაბამისი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზები.



ავტორი - სანდრო ჯავახიშვილი

მსგავსი ბლოგები