facebook logo

მოგზაურობა

ქუჩის ხელოვნება გერმანიაში

ადამიანები მრავალი გზით ცდილობენ გამოხატონ თავიანთი აზრი ამა თუ იმ საკითხის შესახებ, პოეტები ლექსის საშუალებით, მწერლები ნაწარმოების და ა.შ. 
ქუჩის ხელოვნება არის მიმდინარეობა, სადაც ყველას შეუძლია ჩართოს უსაზღვრო ფანტაზია და საჯაროდ გამოხატოს თავისი აზრი ან უბრალოდ სილამაზით შეავსოს ქუჩები და შენობები.



დღესდღეობით საზოგადოების ნაწილი კიდევ თვლის, რომ ეს მიმდინარეობა ვანდალიზმია, ამ ბლოგით კი ვეცდები წარმოდგენა მცირედით მაინც შეგაცვლევინოთ. 

გერმანია ამ დარგის პოპულარიზაციაში საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია. თუ რომელიმე ქალაქში მოხვდებით გირჩევთ რომ აუცილებლად მოინახულოთ ეს ადგილები.

თუ ვსაუბრობთ პოპულარიზაციაზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ Thierry Noir, რომელიც იყო პირველი ადამიანი, რომელმაც 1986 წელს დახატა ბერლინის კედელზე. ამ ქმედებით ის შეეცადა ადამიანებისთვის ენახებინა, რომ არ არის აუცილებელი ნახატები, მხოლოდ მუზეუმებში და გალერეებში ინახებოდეს და ხელოვნების ქუჩაში გამოტანა ძალიან მნიშვნელოვანია.





თუ შემთხვევით კიოლნში მოხვდებით და გიზიდავთ ქუჩის ხელოვნება, ან უბრალოდ გინდათ რომ დატკბეთ ნამდვილი ხელოვნებით, მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა მოხვდეთ Ehrenfeld-ის გარეუბანში, რომელიც სავსეა სხვადასხვა ცნობილი არტისტის ნამუშევრებით. ერთ-ერთი გამორჩეული ნახატი თავისი სილამაზითა და მესიჯით, ეკუთვნის Cristian Boehmer-ს. ის ძირითადად ხატავს ადამიანების პორტრეტებს და სახის ნაცვლად იყენებს ქაღალდის პარკებს, რითიც ცდილობს გამოხატოს ადამიანების ინდივიდუალურობა და ასევე ხაზს უსვამს თუ რამდენად მიჯაჭვული არის მთელი სამყარო ინტერნეტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

შტუტგარტში ყოფნისას თქვენს ყურადღებას ბევრი რამ მიიქცევს, მაგრამ გამორიცხულია გამოგრჩეთ „დიდების დარბაზი“ და Nordbahnhofstraße-ის ადგილი, სადაც მდებარეობს ცნობილი არტისტის Sarah Haberkern-ის ეს ნამუშევარი.

ამ მხრივ ასევე გამოირჩევა ქალაქი ჰამბურგი. Innerfield-ის შემოქმედება „მეთევზის“ სახელით არის ცნობილი. Innerfield სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფია, რომელმაც არაერთი ნაშრომით გაითქვა სახელი, მაგრამ ყველაზე პოპულარული სწორედ ეს ნახატია.

ავტორი: სანდრო ჯავახიშვილი