თიბისი დაზღვევა შეუერთდა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და მათთვის არსებული და შესაძლო რისკების შემცირებას.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაეზღვევა: მარცვლეული, პარკოსანი,ბოსტნეული,ბაღჩეული, კაკლოვანი კულტურები. ასევე ხეხილი, თეთრი და წითელი ყურძენი.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დააფინანსებს სადაზღვეო პრემიის 50%-ს ვაზის შემთხვევაში, ხოლო 70%-ს ყველა სხვა კულტურის შემთხვევაში.
დაზღვეული რისკები:
- სეტყვა
- წყალდიდობა
- ქარიშხალი
- საშემოდგომო ყინვა(მხოლოდ ციტრუსების შემთხვევაში)
რა შემთხვევები არ ანაზღაურდება:
- მოსავლის აღების პრაქტიკის დაუცველობით გამოწვეული ზიანი
- დაუზღვეველი რისკებით გამოწვეული ზიანი (მღრღნელები, მწერები, სოკოვანი და სხვა დაავადებები)
- ფერმერის მიერ განზრახ გამოწვეული ზიანი
დაზღვევის შესაძენად საჭიროა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირების დოკუმენტი.
შესაძენად ეწვიეთ თიბისის რეგიონალურ ფილიალებს: კახეთი შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი.