facebook logo

ბლოგი

მეტი რისკის დაზღვევა - მეტი უსაფრთხოებისთვის!

სამშენებლო ინდუსტრია და უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში. ზრდა შეეხება არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებს, არამედ ისეთ მსხვილ სამშენებლო პროექტებს, როგორიცაა ჰესები, სასტუმრო კომპლექსები, საგზაო ინფრასტრუქტურა და ა.შ.

თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეკონომიკურ ჭრილში განაწილების სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით რეკორდული ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, უძრავი ქონების, სასტუმროებისა და რესტორნების ჭრილში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ინდუსტრიის განვითარებას. მონაცემები რიცხვებში ასე გამოიყურება: 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობის სექტორში 79,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს 294,6 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. უძრავ ქონებაში ინვესტიცია 2013 წელს შეადგენდა 62,3 მილიონ დოლარს, ხოლო 2017 წლისათვის - 159,8 მილიონს, რაც შეეხება სასტუმროებსა და რესტორნებს, 7,1 მილიონი დოლარიდან 2017 წლისათვის ინვესტიციების რიცხვმა 90 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მშე­ნებ­ლო­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ცე­სი­ა, სადაც პოტენციურად რისკი შესაძლოა წარმოიქმნას რამდენიმე სხვადასხვა ხდომილებით. მაგალითად: სტიქიური მოვლენების შედეგად სამშენებლო ობიექტის ანდა მის ტერიტორიაზე განთავსებული ტექნიკის დაზიანება და განადგურება, არასწორი საინჟინრო და კონსტრუქციული დაპროექტების ანდა მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომების შედეგად შენობის ნაწილობრივი ან სრული ნგრევა/დაზიანება, სპეცტექნიკის მოულოდნელი დაზიანების შედეგად სამშენებლო პროცესის შეფერხება, დასაქმებული პერსონალის დაშავება უბედური შემთხვევის შედეგად და სხვა მრავალი. ასეთ დროს, ბუნებრივია, ზარალდება არა მხოლოდ სამშენებლო კომპანია, არამედ მისი ქვეკონტრაქტორები, მომუშავე პერსონალი, დამკვეთი (ინვესტორი) და მესამე პირები. ამიტომ, როდესაც მშენებლობის ფინანსურ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს დაზღვევის როლი.

დროთა განმავლობაში საქართველოში სამშენებლო რისკების დაზღვევაზე უფრო მეტი დეველოპერი დაფიქრდა, ვინაიდან დაზღვეული მშენებლობა ზრდის მომხმარებლის (ინვესტორის) ნდობას კონკრეტული სამშენებლო კომპანიისა და დეველოპერის მიმართ. სამშენებლო რისკების დაზღვევისას, სადაზღვევო კომპანია აფასებს რისკებს, შესასრულებელ სამუშაოს, შეისწავლის კონტრაქტორების გამოცდილებას და განსაზღვრავს, რა სირთულისაა ესა თუ ის მშენებლობა. სამშენებლო სფეროში სადაზღვევო კომპანიის ჩარევა მიყენებული ფინანსური ზარალის ან პასუხისმგებლობით დაკისრებული ხარჯების ანაზღაურებისა და დამკვეთის (ინვესტორის) ფინანსური სიმშვიდის უზრუნველყოფის გარანტიაა, რაც მეტ საიმედოობას სძენს პროექტის განხორციელებას. იმის გასარკვევად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაზღვევა სამშენებლო ინდუსტრიაში, რა ტიპის პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი და როგორია მოთხოვნა სამშენებლო ბიზნესისადმი, Forbes Georgia „თიბისი დაზღვევის“ კორპორაციული ბიზნესის მენეჯერს, გიორგი ტალახაძეს ესაუბრა.

ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, პირ­ველრიგ­ში ავუხ­ს­ნათ მკითხველს, თუ რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მშე­ნებ­ლო­ბის დროს დაზღ­ვე­ვა...

სამშენებლო რისკების დაზღვევამ მეტი აქტუალურობა შეიძინა. ბოლო წლების მანძილზე, რთული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოიქმნა. აქ შესაძლოა, გავიხსენოთ რამდენიმე შემთხვევა, რომელთა დროსაც სამშენებლო ობიექტი დაზიანდა, ასევე ზიანი მიადგა მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს და გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას. მომხდარი შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ სტიქიურ მოვლენებს უკავშირდება. ასევე ხშირია სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა, რასაც, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში ფატალურ შედეგამდე მივყავართ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კომპანიას საკმაოდ დიდი ზარალი ადგება. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია როგორც მშენებლებმა, ასევე დამკვეთებმა (ინვესტორებმა) დაინახონ დაზღვევის აუცილებლობა.

სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სის კუთხით, რა ტი­პის სა­დაზღვე­ვო პრო­დუქ­ტებს სთა­ვა­ზობთ თქვენს პო­ტენ­ცი­ურ კლი­ენ­ტებს?

სამშენებლო ბიზნესის კუთხით „თიბისი დაზღვევა“ მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა დაფარვის პროდუქტს:

• სამშენებლო რისკების დაზღვევას, რაც გულისხმობს სამშენებლო ობიექტის, მასზე განთავსებული დროებითი კონსტრუქციების, მანქანა-­დანადგარების, ინვენტარის, სამშენებლო მასალებისა და მასალების მარაგების ზიანის ანაზღაურებას

• სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას, რომელიც ანაზღაურებს სამედიცინო დახმარების ხარჯს ან განსაზღვრულ თანხას უხდის დასაქმებულს/მის ოჯახის წევრებს.

• მშენებლობის პროცესში მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის რისკის დაზღვევა, რომლითაც ანაზღაურდება მესამე პირთა მიმართ მიყენებული ქონებრივი ან სხეულის დაზიანება.

ამასთან ერთად, დამკვეთს (ინვესტორს) დამატებით შეუძლია შეიძინოს მშენებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის დაზღვევა (ე.წ. შესრულების გარანტია). ამ პოლისით დამკვეთი შეძლებს იმ ფინანსური ზარალის კომპენსაციას, რომელიც მას მიადგა მშენებლის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო

აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხომ არ ფიქ­რობთ, რომ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნ­და გახ­დეს დამ­საქ­მებ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის დაზღ­ვე­ვა?

ზოგადად, ისეთ სექტორებში, სადაც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე უბედური შემთხვევის რისკები მაღალია, ვფიქრობ, სასურველია, დამსაქმებელმა შეიძინოს აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი.

რო­მელპრო­დუქ­ტებ­ზეა ყვე­ლა­ზე მე­ტი მოთხოვ­ნა, და პი­რი­ქით?

დაზღვევის შეძენის პრაქტიკა საკმაოდ განსხვავდება და ეს ძირითადად გამომდინარეობს დამკვეთის მიერ მშენებლისათვის წამოყენებული მოთხოვნებიდან. ხშირად, როდესაც დამკვეთი უცხოელი ინვესტორია, სამშენებლო კომპანიას ევალება, შეიძინოს იმ ძირითადი რისკებისაგან დაზღვევა, რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ. სამწუხაროდ, ქართველი დეველოპერული კომპანიების შემთხვევაში, მოთხოვნა დაზღვევაზე არაერთგვაროვანია და ლიმიტირებული. ძირითადად მშენებლები სამშენებლო ტექნიკას და შესასრულებელი სამუშაოების მხოლოდ ნაწილს აზღვევენ. ყველაზე ნაკლებად მოთხოვნილი სადაზღვევო პაკეტი კი, სამწუხაროდ, დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევაა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ქართველი ინვესტორები, დეველოპერები და მშენებლები უცხოურ სტანდარტებს გაიზიარებენ და პოტენციურ რისკებს სწორად შეაფასებენ.

ხში­რად გი­წევთ მსხვილკლი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, რა არის მი­ზე­ზი, რა­ტომ არ აზღ­ვე­ვენ თა­ვი­ანთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას?

მთავარი მიზეზი ინფორმაციისა და გამოცდილების ნაკლებობაა. . მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ სადაზღვევო კომპანიებმაც მნიშვნელოვანი სამუშაო უნდა გასწიონ. ჩვენ უნდა დავანახოთ პოტენციურ კლიენტს დაზღვევის საჭიროება და ღირებულება.

ავტორი: Forbes Banker

მსგავსი ბლოგები