facebook logo

სიახლე

დააზღვიე ბიზნესი თიბისიში

თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალ მომსახურებას სთავაზობს:  გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან ბიზნესის დაზღვევა  უკვე პირდაპირ ბანკშია შესაძლებელი. მნიშნველოვანია, რომ მომხმარებლებისთვის თიბისი დაზღვევის სერვისები მაქსიმალურად მოხერხებული და ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. ამ სერვისებით სარგებლობა კი ბანკში მოსულ მომხმარებელს დროსა და ენერგიას დაუზოგავს.

ამ ეტაპზე იურიდიულ პირებს  ბანკში სამი პროდუქტის შეძენა  შეუძლიათ: ავტომობილის, ქონების და კომბინირებული ბიზნესის დაზღვევა.

ავტომობილის დაზღვევა მოიცავს: ავტომობილის,მძღოლისა და  მგზავრების უბედური შემთხვევის და მესამე პირთა მიმართ ავტოპასუხისმგებლობის  დაზღვევას.

ავტომობილის დაზღვევა ანაზღაურებს ავტოსაგზაო შემთხვევის, ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის, ვანდალიზმის, საგნების ვარდნისგან გამოწვეული ფინანსურ ხარჯებს. კომპანიის კუთვნილი ავტომობილის დასაზღვევად აუცილებელია ფილიალში მივიდეს უფლებამოსილი პირი - ეს შეიძლება იყოს კომპანიის დირექტორი, ფინანსური დირექტორი ან ნდობით აღჭურვილი პირი. ავტომობილის დაზღვევისთვის  საკმარისია ავტომობილის საბაზრო ღირებულებასა და ავტომობილის სახელმწიფო ნომრის შესახებ ინფორმაცია.

მეორე პროდუქტი, რომლის შეძენაც მცირე და საშუალო ბიზნესს თიბისი ბანკში  შეუძლია, ქონების დაზღვევაა. ეს პროდუქტი მოიცავს: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შენობა-ნაგებობების,  რემონტის, მანქანა-დანადგარების, ელექტრომოწყობილობებისა და  მარაგების  დაზღვევას.

ქონების დაზღვევა ანაზღაურებს: ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებულ ფინანსურ ზარალს.

დაზღვევისთვის აუცილებელია შემდეგი ინფორმაცია:

  1. შენობის მესაკუთრის საიდენტიფიკაციო კოდი;
  2. შენობაში არსებული ნივთების ღირებულება და აღწერილობა;
  3. დაცვის და უსაფრთოხების სისტემები;
  4. შენობის კედლების და გადახურვის მასალა.

განაცხადის შევსების შემდეგ, ხუთი კალენდარული დღის ვადაში, მოხდება ობიექტის დასურათება, რის შემდეგაც ბანკის თანამშრომელი საბოლოო შეთავაზებას გაუკეთებს მომხმარებელს. თანხმობის შემთხვევაში კლიენტი ფილიალში პოლისებზე ხელმოსაწერად მივა, რის შემდეგაც ამოქმედდება დაზღვევა.

მესამე პროდუქტი - ბიზნესდაზღვევა სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესზეა მორგებული და სამ სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტს - ქონების, შენობა-ნაგებობების და  ბიზნესის შეფერხებისგან დაზღვევას აერთიანებს. 

ამ პროდუქტის შეძენა წინასწარ დადგენილი ლიმიტებით არის შესაძლებელი

ქონების დაზღვევა:

  • 30,000 ლარი
  • 60,000 ლარი
  • 120,000 ლარი

ბიზნესშეფერხება:

  • 10,000 ლარი
  • 20,000 ლარი
  • 40,000 ლარი

კლიენტი, საკუთარი სურვილით, შემოთავაზებული სამი ლიმიტიდან ერთ-ერთს ირჩევს.

შენობა-ნაგებობის დაზღვევა  ორმილიონიანი ლიმიტითაა შესაძლებელი.

სადაზღვევო პროდუქტების შეძენა დღეიდან თიბისი ბანკის 25 ფილიალში უკვე შესაძლებელია. ამისთვის მომხმარებლებმა ბანკში იურიდიულ პირთა გაყიდვების კონსულტანტს ან ბიზნესბანკირს უნდა მიმართონ.

მსგავსი ბლოგები