facebook logo

ბლოგი

ბუდაპეშტიდან ვენამდე

ჩემთვის მოგზაურობა ერთადერთი საშუალებაა გადატვირთული და დამღლელი სამუშაო თვეების შემდეგ ენერგიის აღსადგენად და უბრალოდ კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.

სიმართლე გითხრათ, როდესაც ფრენის ბილეთებს ვეძებდი არ მქონდა გადაწყვეტილი სად ვიმოგზაურებდი. ერთ დღეს, ჩემმა დამ ქუთაისი - ბუდაპეშტი - ქუთაისის ბილეთი სულ რაღაც 250 ლარად იპოვნა. რამდენიმე წუთის შემდეგ უბრალოდ შევავსე მოცემული ველები და ვიყიდე.

გაფრენის დღეს ცოტას ვნერვიულობდი, რადგან პირველად ვმოგზაურობდი მარტო და ვფიქრობდი, რამდენად კარგად გავართმევდი თავს, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ არაჩვეულებრივი საშუალება იქნებოდა ჩემი თავის კიდევ ერთხელ აღმოსაჩენად.

ბუდაპეშტში 7 საათზე ჩავფრინდი. რადგან ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა გადავწყვიტე ქუჩებში მებოდიალა და გზად რაც შემხვდებოდა ყველაფერი დამეთვალიერებინა. მეტროსადგურ Astoria-თან ჩამოვედი. აქ დაიწყო ჩემი მოგზაურობა ჯერ კიდევ მძინარე ბუდაპეშტში. ეს კიდევ ცალკე სიამოვნება იყო, რადგან თავად ხედავ თუ როგორ იღვიძებს ქალაქი და ნელ-ნელა შეიგრძნობ მის ულამაზეს სულს.

ბევრი სიარულის შემდეგ, შემთხვევით მოვხვდი ისეთ ადგილებში, რომლებიც უბრალოდ დაგეგმილი მქონდა, რომ მენახა, მაგრამ ვფიქრობდი ამისთვის დამჭირდებოდა, რომელიმე სამოგზაურო აპლიკაციის გამოყენება.

ბინაში დაბრუნება ფეხით გადავწყვიტე და გავუყევი გზას დუნაის მდინარის სანაპიროდან. როდესაც ბუდაპეშტში მოხვდებით ყველას გირჩევთ საღამოს გაისეირნოთ ყურსასმენებით და აუცილებლად მოუსმინოთ “Hamatsuki - Sea Of Nothingness”. ეს მუსიკა კიდევ უფრო შეგაყვარებთ ბუდაპეშტს!

ბუდაპეშტში ყოფნის დროს თუ თითქმის ყველა ცნობილ ღირშესანიშნაობას ეწვიეთ და კიდევ რამდენიმე საათი გაქვთ დარჩენილი, გირჩევთ Szimpla Kert-ს ნახვას. ძალიან საინტერესო და ფერადი გარემოა. ასევე შეძლებთ სხვა და სხვა გემრიელობების დაგემოვნებას.

დაღლილი დღეების შემდეგ, შეიძინეთ სასურველი საკვები პროდუქტები და გაემართეთ City Park-ში, რომელიც მდებარეობს Hero’s Square-ის მახლობლად. არაჩვეულებრივი გარემოა განსატვირთად.

ბუდაპეშტის სანახავად 3 დღეც საკმარისია. მე რადგან 1 კვირის შუალედით მქონდა ბილეთი ნაყიდი ბუდაპეშტიდან ყველაზე ახლო და საინტერესო ქალაქ ვენაში გადავედი.

ვენა მოწესრიგებული და დაღვინებული ქალაქია. ძალიან ბევრი პარკი და სიმწვანეა, რაც ნიშნავს იმას რომ დღის განმავლობაში ნახავთ ყველა ასაკის ადამიანს, რომლებიც გაწოლილები არიან მინდორში, სვამენ ლუდს და თამაშობენ ან უბრალოდ საუბრობენ, რაც მათვის ერთ-ერთი განტვირთვის საშულებაა.

ვენა ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია ევროპაში გარემოს დაცვის მიმართულებით, რაც ქალაქში მოხვედრის თანავე შეიმჩნევა. ბუდაპეშტის შემდეგ ვენის ქუჩებში გასეირნება, რადიკალურად სხვანაირი იყო, რადგან ძალიან ფართე ქუჩებია.

მეტრო და ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტზე საუბარი ზედმეტია, ყველაფერი მარტივად არის, მე ვცადე მაგრამ ვერ დავიკარგე.

რა უნდა ნახოთ, ვენაში? ძალიან ბევრი რამ, მაგალითად: Albertina, Belvedere, Burgtheater, Schoenbrunn Palace, Vienna City Hall, Hofburg, Karlskrirche Church, Hundertwasserhaus, MuseumQuartier, Anker Clock, Prater, Zoo Park, St. Stephen’s Cathedral, Austrian Parliament, Vienna State Opera, Der Graben, Maria-Theresein Platz and Memorial, Rathauspark, Palmenhaus.

როდესაც Schoenbrunn Palace ეწვევით, შემდეგ აუცილებლად ნახეთ მის უკან არსებული Schoenbrunn Park, რომელიც საკმაოდ დიდია და ფეხით მოგიწევთ ბევრი სიარული, მაგრამ ასევე ნახავთ Schoenbrunn Gloriette, რომელსაც ადრე იყენებდნენ როგორც სასადილო და სადღესასწაულო შენობად და დღეს კი შიგნით არის კაფე, ასევე შეგიძლია ახვიდეთ სახურავზე და ვენის ხედი ნახოთ.

Hundertwasserhaus არის იდეაში ერთი მორიგი საცხოვრებელი შენობა, მაგრამ ძალიან განსხავებული ვიზუალურად, რადგან ძალიან ლამაზად არის მოხატული.

once a year go someplace you've never been before

ავტორი: გიგა ხურცილავა

ფოტო: გიგა ხურცილავა

მსგავსი ბლოგები